• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის რეგიონში საწვავზე განსხვავებული ფასები? – ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:25 11-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასების შედარებით მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი ფასი საწვავზე რუსეთსა და აზერბაიჯანშია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ეს ქვეყნები ნავთობს მოიპოვებენ და საწვავზე დაბალი ფასებიც აქედან გამომდინარეობს.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აზერბაიჯანში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 0.51 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0.82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0.97 ევროს; დიზელის საწვავი – 0.41ევროს;

რუსეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 0.57 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0.61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0.71 ევრო, დიზელის საწვავი – 0.63 ევროს.

საქართველოში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 0.84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0.88 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0.91 ევრო, დიზელის საწვავი – 0.84 ევროს;

სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0.92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი -1.04 ევროს , დიზელის საწვავი – 0.91 ევროს;

მოლდოვაში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 1.04 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1.06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.12 ევროს, დიზელის საწვავი – 0.92 ევროს.

უკრაინაში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი – 1.02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1. 13 ევროს, დიზელის საწვავი – 1.02 ევროს;

„ამ ქვეყნებიდან ჩვენთან შედარებით დაბალი ფასი საწვავზე მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაშია და ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები საქართველოსთან შედარებით ყოველთვის დაბალია, მაგრამ როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად იყიდება.

თუმცა უნდა დავაზუსტოთ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრზე) საქართველოს ფასებთან (0.91 ევრო/ლიტრზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდ წილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით საქართველოში ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებით 1 ლიტრზე საშუალოდ 0.07 ევროთი ანუ 7.7%-ით იაფია. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი 1 ტონაზე 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) შეადგენს, ხოლო საქართველოში – 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი 1 ტონაზე 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) შეადგენს, ხოლო საქართველოში ტონაზე 400 ლარს,” – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved