მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ის კვლევაა, რომლის შედეგი დამოკიდებულია როგორც ხარისხიან აპარატურაზე, ასევე პროფესიონალ სპეციალისტზე, რადგან, რაც უნდა ზუსტიც უნდა იყოს გამოსახულება, ექიმმა თუ შესაბამისად არ შეაფასა, დიაგნოზის დადგენა გართულდება.
რა შემთხვევებში გამოიყენება და რა პრობლემისას არის „ოქროს კვლევა“, როგორ ტარდება და რამდენად უსაფრთხოა, „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, რადიოლოგი ნათია კბილაშვილი უპასუხებს. იგი საქართველოს, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის წევრია და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ნათია კბილაშვილი გვიყვება, რომ რადიოლოგია არ ყოფილა მისთვის შემთხვევითი არჩევანი:
„ეს არის ის სფერო, სადაც შესაძ;ლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების, ანალიტიკური აზროვნების და პაციენტებზე ზრუნვის უნიკალურად შერწყმა. ყოველთვის მიზიდავდა დიაგნოსტიკის სიღრმეში ჩასვლა, დაავადების ზუსტი მიზეზის პოვნა. ეს პროფესია დიდ სიზუსტეს, ყურადღებას და მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს, ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან ღირებულია“, – ამბობს იგი.
– რა არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ტექნიკურად როგორ ტარდება?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია, არაინვუზიური, რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც მაგნიტური ველისა და ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით ორგანოების დეტალურ, სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. აპარატი გამოსახულების მისაღებად იყენებს წყალბადის ატომებს, უფრო სწორად, მათ ბირთვში არსებულ პროტონებს. სწორედ წყალბადის ატომებისაგან ინფორმაციის მიღებაზეა დამოკიდებლი კვლევა. მაგნიტურ ველში მოხვედრესის, ადამიანის სხეულში არსებული ყველა წყალბადის ატომი თავსდება მაგნიტური ველის პარალელურად. მუშაობის პროცესში, აპარატი გზავნის ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რომლის ზემოქმედებითაც წყალბადის ატომები აღიგზნება და სიგნალს აგენერირებს. მიღებული ინფორმაციის კომპიუტერული, მთემატიკური დამუშავების შედეგად, მიიღება გამოსახულება.
– პაციენტისგან წინასწარ მომზადებას საჭიროებს კვლევა?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, გარდა იმ პირებისა, რომელთაც სხეულში ჩანერგილი აქვთ პეისმეიკერი. ასეთ შემთხვევაში, პაციენტი უკავშირდება თავის მკურნალ ექიმს, პეისმეიკერი უნდა გადაირთოს მაგნიტი–რეზონანსულ რეჟიმზე და მხოლოდ შემდეგ ტარდება კვლევა.
– არსებობს რამე აკრძალვა, რის ჯგუფები, ვისთვისაც არ შეიძლება ამ კვლევის ჩატარება? ან ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არ არსებობს?
– რაც შეეხება აკრძალვას – ერთადერთ შემთხვევაში არ შეიძლება მაგნიტო–რეზონანსული კვლევის ჩატარება, ეს ეხება მხოლოდ იმ პირს, ვისაც სხეულში აქვს მაგნიტთან შეუთავსებელი უცხო სხეულები. სხვა, რამე სახის რისკ–ჯგუფები არ არსებობს.
გამომდინარე იქედან რომ სრულიად უსაფრთხო კვლევაა, ტარდება ნებისმიერი დაავადებისას, არც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. ამ კვლევისას არ გამოიყენება მაიონიზირებელი გამოსხივება, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, მათ შორის, ჩვილებშიც კი.
– რატომ არის ეს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში? – იმიტომ რომ სხვებთან შედარებით მეტად ზუსტია? – ეს არის მისი მთავარი „ფიშკა“?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია თანამედროვე რადიოლოგიური კვლევებიდან ყველაზე ინფორმატიული მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია დაავადება აღმოვაჩინოთ განვითარების ადრეულ ეტაპზე, სანამ ის კლინიკურად და სიმპტომურად იქნება გამოვლენილი. იგი ექიმს აძლევს საშულებას, დაავადება იქნეს გამოვლენილი დროულად, რაც თავისთავად ნიშნავს, დროულ მკურნალობას, სწორ მონიტორინგს და გადარჩენილ სიცოცხლეს. მისი საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე პათოლოგიური კერის აღმოჩენა და ამასთან, არა მხოლოდ დაავადების ლოკალიზაციის დადგენა, არამედ დაავადების ხასიათის დადგენა, სტრუქტურის განსაზღვრა, შორეული, თუ ადგილობრივი გავრცელების დეტალური შეფასება.
– რა დროს არის რეკომენდებული მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება?
– როგორც უკვე ვთქვი, მაგნიტო–რზონანსული კვლევის შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ ფართოა მისი გამოყენების არეალი. მგონი არ არსებობს მედიცინაში დარგი, სადაც ეს კვლევა არ გამოიყენება აქტიურად. მაგალითად:
- ნევროლოგიაში, მნიშვნელოვანია თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების
დიაგნოსტირებისთვის, გვეხმარება არამარტო მათ სტრუქტურულ შეფასებაში, არამედ,
მისი დახმარებით შესაძლებელია შევაფასოთ ქსოვილების ქიმიური შესაძლებლობა. - ფართოდ გამოიყენება ანგიოქირურგიაში, მისი საშუალებით, საკონტრასტო
ნივთიერების გარეშე, შეგვიძლია შევაფასოთ სისხლძარღვები – არტერიები, ვენები და
დროულად იქნეს დიაგნოსტირებული ანევრიზები. - ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიურ და უროლოგიურ პრაქტიკაში, რადგან
მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს დეტალურად,
სტრუქტურულად შეფასდეს მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოები. - მაგნიტო რეზონანსული კვლევით შესაძლებელია სანაღვლე სადინრები გამოვსახოთ მთელ სიგრძეზე და თუ არის პრობლემა, დავადგინოთ ამ ბლოკის ლოკალიზაცია და ხასიათი.
- დიდია ამ კვლევის როლი კარდიოლოგიაში, გვეხმარება არამარტო გულის სტრუქტურულ შეფასებაში, არამედ. შესაძლებელია, მისი საშუალებით შევაფასოთ მისი ფუნქციური მდგომარეობაც.
- გამოიყენება ძვალ–სახსროვანი სისტემების დაავადებების დიაგნოსტირებისთვის. დეტალურად აფასებს მყესებისა და კუნთოვან ქსოვილებს.
- უდიდესია მისი როლი ონკოლოგიაში, გამომდინარე იქედან, შეუძლია მცირე ზომის კერის აღმოჩენა. მისი ხასიათის შესწავლა, ადგილობრივი და შორეული გავრცელების შეფასება. მისი ამ თვისებების გამო გამოიყენევა პროფილქტიკური, სკრინინგ კვლევებისთვის.
- ოქროს სტანდარტია ხერხემლის და დისკის თიაქრების კვლევისას.
– ნიუ ჰოსპიტალსში რამდენად სწრაფად იღებს პაციენტი კვლევის პასუხს?
– ნიუ ჰოსპიტალსში, პასუხები გაიცემა პირველ 24–48 საათში, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია პასუხის უფრო მოკლე ვადაში გაცემაც. ჩვენს კლინიკაში 3 აპარატი დგას, სამივე არის უმაღლესი ხარისხის, ახალი თაობის, შესაბამისად, საჭიროებისას, პასუხის კიდევ უფრო მოკლე ვადაში გაცემა, ვიდრე ეს 24 საათია, პრობლემას არ წარმოადგენს.
– რამდენად დეტალური და სანდოა პასუხები?
– სანდობაა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. MRT-ს გადაღება და მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება ერთი საქმეა, ხოლო მისი შეფასება და სწორი ინტერპრეტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციყური რადიოლოგებით. ცოტა უხერხულია, შეიძლება, ჩემგან ამაზე საუბარი, რადგანაც მეც ამ რადიოლოგიური სამსახურის წევრი ვარ, თუმცა, ეს ნამდვილად ასეა.
ჩვენი რადიოლოგები გამოირჩევიან ცოდნის მაღალი დონით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გარდა ამისა, ჩვენთან გუნდური მუშაობის პრინციპია, ზოგირთ შემთხვევაში საჭირო ხდება სხვა რადიოლოგის აზრის მოსმენა, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე, რასაც სწორ დიაგნოზამდე მივყავართ. განსაკუთრებული შემთხვევების ჯგუფური განხილვა ჩვენთვის სისტემატიური პროცესია.
– ხშირად პაციენტებს აწუხებთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დროს დახურული სივრცე, „ვიწრო გვირაბის“ ეფექტი, ან ხმაური – არის რამე მეთოდები კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
– ნიუ ჰოსპიტალსის აპარატებს აქვთ ყველაზე დიდი ზომის “გვირაბი”, რაც პაციენტს კლაუსტროფობიის შეგრძნებას არ უჩენს. რაც შეეხება ხმას, დიახ, აპარატები გამოსცემენ სპეციფიკურ ხმებს მუშაობისას, ამიტომ, ყველა პაციენტს გადაეცემა ყურსასმენი, ან ყურის საცობი ხმაურის ჩასახშობად.
გარდა ამისა, კვლევის მომენტში პაციენტი მუდმივ კონტაქტზეა სამედიცინო პერსონალთან, სპეციალური ღილაკის მეშვეობით. ასევე კვლევის პროცესში, პაციენტს შეუძლია დაუკავშირდეს სამედიცინო პერსონალს და თუ ჩათვლის, რომ რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია მისთვის კვლევის გაგრძელება, – შეაწყვეტინოს კვლევა.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს აპარატებს აქვთ ყველაზე დიდი „გვირაბი“, არ გვაქვს კვლევისას შეზღუდვა წონის მიხედვით, ჭარბწონიან პაციენტსაც MRT-ს გადაღება ჩვენთან ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია.
– რა როლი აქვს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას დაავადებების დროულ აღმოჩენაში და რამდენად ხშირია შემთხვევა, რომ შეიძლება ითქვას, გადაარჩინა ამ კვლევამ პაციენტი, სწორი დიაგნოზის დასმით და დროული მკურნალობით?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა განვითარების ადრეულ ეტაპზე, სანამ ის კლინიკურად და სიმპტომურად გამოვლინდება. მისი საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერის აღმოჩენა. არამარტო მისი ლოკალიზაციის, არამედ მისი ხასიათის დადგენა და სტრუქტურული შეფასება.
ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს მთლიანი სხეულის პროფილაქტიკური კვლევისთვის და ყოფილი შემთხვევა, დაავადება აღმოგვიჩვენია ადრეულ პერიოდში, მაშინ როდესაც სიმპტომები არც კი ჰქონია პაციენტს და ამის დამსახურებით პაციენტი გადაგვირჩენია. ძალიან ბევრი ისტორია მახსენდება ასეთი.
ერთი შემთხვევა არ დამავიწყდება არასოდეს, პაცინეტს ღვიძლში აღმოვუჩინეთ ძალიან მცირე ზომის, ერთი მეტასტაზი. პაციენტს ჩატარებული ქონდა მასტექტომია, ძუძუს კიბოს გამო. ეს ადამიანი წავიდა თურქეთში დიაგნოზის გადასამოწმებლად და სამწუხაროდ, იქ უარჰყვეს ჩვენი დიაგნოზი. არ იმკურნალა. შემდეგ მოვიდა განმეორებით კვლევაზე და ის მეტასტაზი, ერთი, რომელიც საწყის, მცირე ზომაშიც ვიპოვეთ, უკვე იყო გადიდებული და მის გარდა ღვილში უკვე მრავლობითი მეტასტაზები დაგვხვდა. ისევ წავიდა თურქეთში და იქ უკვე დაუდასტურეს მეტასტაზების არსებობა. სამწუხაროდ, მისი შველა ვეღარ მოხერხდა.
– პრევენციისთვის რამდენად კარგი საშუალებაა? იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს სიმპტომები რაიმე დაავადების და წუხილი. და რა სიხშირით შეიძლება მისი ჩატარება?
– ნიუ ჰოსპიტალსი იყო პირველი, ვინც დაიწყო მთლიანი სხეულის მაგნიტო–რეზონანსული სკრინინგი. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს პრევენციისთვის. ხშირია, როცა უსიმპტომო პაციენტებში აღმოგვიჩნია დაავადება, განვითარების ადრეულ ეტაპზე.
მაგნიტო–რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხივური დატვირთა, ის გამოსახულების მისაღებად არ იყენებს მაიონიზირებელ სხივებს, ამიტომ ის არის კვლევის უსაფრთხო მეთოდი და შესაძლებელია მისი ჩატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანში, მოკლე ინტერვალებით, ხშირად. კვლევის ამ მეთოდს, ასაკობრივი, ან ინტერვალური, ან რაოდენობრივი შეზღუდვა არ აქვს, ეს მისი კიდევ ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი თვისებაა.
ამ კვლევაზე მთავარი მითი ის იყო რომ საზიანოა მისი ხშირი გამოყენება. დღესდღეობით ეს მითი დამსხვრეულია, რადგან ყველა თანხმდება იმაზე რომ ეს არის კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, იმდენად, რომ მისი ჩატარება შეიძლება ჩვილ ბავშვებში და ორსულებშიც კი, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის შემდეგ.
– და ბოლოს, რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიის ცენტრი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისთვის? რა არის ის, რასაც თქვენი კლინიკა სთავაზობს პაციენტებს?
– ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიურ ცენტრს აქვს ძლიერი ტექნიკური საფუძველი, ის აღჭურვილია უახლესი თაობის, მაღალი გარჩევადობის აპარატებით. კლინიკაში მაგნიტო რეზონანსული სამი აპარატი დგას, სამივე გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით, სამივე უმოკლეს დროში იძლევა ვიზუალიზაციის უმაღლეს ხარისხს, მაღალი ხარისხის გამოსახულება კი სწორი დიაგნოზის საწინდარია. ასევე, გვაძლევს იმ ფუფუნის საშუალებას, რომ არ დადგეს რიგი, არ ელოდნონ ადამიანები დიდხანს კვლევის ჩატარებას.
ჩვენი აპარატების საშუალებით შესაძლებელია თავისუფალი სუნთქვის პირობებში კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ სუნთქვის შეჩერება, მაგალითად მუცლის ღრუს ორგანოების კვლევისას.
არ გვაქვს შეზღუდვა წონის მხრივ, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ჭარბწონიანი პაციენტი. ჩვენს აპარატებს აქვთ ყველაზე ფართო „გვირაბი“, რაც ასე მნიშვნელოვანია კლაუსტროფობიანი პაციენტებისთვის.
გარდა ამისა, კლინიკის გარემო მაქსიმალურად, კომფორტულად მორგებულია პაციენტზე, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებია დაცული. ისეა გამართული ვენტილაციის სისტემა, რომ პაციენტებს არ ექმნებათ უჰაერობის შეგრძნება.
ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური რადიოლოგებით, რომლებიც გამოირჩევიან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან, ერთ სივრცეში ხდება პაცენტის კომპლექსური მომსახურება, არამხოლოდ კვლევის ჩატარება და დიაგნოსტირება, არამედ, საჭიროებისას, სხვა პროფილის ექიმის, კლინიცისტის ჩართვა.
რამდენიმე სიტყვით რომ შევაჯამო, ჩვენი კლინიკის უპირატესობები, ასე ვიტყვი – საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, ძლიერი ტექნიკური, ბაზა, გამოცდილი რადიოლოგები და პაციენტზე მორგებული გარემო.
(R)
კომენტარები