• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არა გვაქვს გეგმა სააღდგომოდ სასაფლაოებზე ხალხის ნაკადის შესაჩერებლად და რისთვის ველოდებით აპრილს შუა რიცხვებს?

ალია ავტორი - ალია
16:11 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. კორონავირუსის პანდემიის გამო კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ღონისძიებები მოქმედებს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა რეგულაციების მიღება შეუძლია სახელმწიფოს ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სასაფლაოზე მოსახლეობის დიდი ნაკადის თავიდან ასაცილებლად.

„აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს, იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება“, – მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განგვიცხადა

„როგორც თქვენ იცით, საკოორდინაციო საბჭო და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს ეყრდნობა.

ასევე იმ გათვლებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს. ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება. ყველა გადაწყვეტილება, რაც გვექნება ვირუსის გათალისწინებით იმ რეალობას დაეყრდნობა, რაც იქნება და ასევე მედიკოსების რეკომენდაციებს,“ – განმარტა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ცნობილი ჯერ არაფერია.

„თუ მისცემს ეკლესია საზოგადოებას რაიმე რეკომენდაციას, ან განცხადებას გააკეთებს ყველას გეცოდნებათ. წინასწარ ჯერ არაფერი ვიცით. ვერაფერს გეტყვით,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ანდრია ჯაღმაძიემ. 

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

პრაიმტაიმი

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა – ამ კვირის ბოლოს ველოდებით 400-მდე გაზრდას კორონავირუსით ინფიცირებულების, ხოლო თვის ბოლოსთვის 1000-1200 ინფიცირებულს – შესაბამისად, ჯანდაცვას უკვე აქვს პროგნოზიც და გეგმაც.

სამწუხაროდ, როგორც მასალიდან ჩანს გეგმა ჯერ არა აქვს სახელმწიფოს და ელოდება აპრილის შუა რიცხვებს და აპირებს იმოქმედებს იმის მიხედვით, რა ვითარებაც იქნება ქვეყანაში!

ამ ეპიდემიამ, ბევრი ქვეყნის მაგალითზე გვაჩვენა, რომ გეგმის გარეშე მუშაობა და სპონტანურად მოქმედება მერე ვითარებისდა მიხედვით – დამღუპველია.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved