,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,პარტიების აკრძალვაზე.
ასაკრძალი პარტიების მიმართ, რბილად რომ ვთქვა ნეგატიურად ვარ განწყობილი სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგადადაც საქართველოში მოქმედი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა არ გამოხატავს ქართველი ერის ნებას, მიზნებსა და საჭიროებებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიების აკრძალვას მხარი დავუჭირო და აი რატომ:
1) საქართველოს კონსტიტუციაც და საერთაშორისო სტანდარტები პარტიების აკრძალვას უშვებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მყისიერი და რეალური საფრთხე კონსტიტუციური წყობისთვის, რაც „ქართული ოცნების“ სარჩელებში დასაბუთებული არ
არის.
2) 2008 წლის ომის აკრძალვის ერთ-ერთ საბაბად გამოყენება, რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს, სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს და ამართლებს მის შემოჭრას საქართველოში, რაც სამომავლოდ გამოყენებული იქნება ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერ ფორმატში.
3) დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ კრძალავს პარტიებს, ანუ ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავდეს და მუშაკობდეს სახელმწიფოს ძლიერებისთვის და მას ამ საქმიანობაში ხელს უშლიდეს ეს სუბიექტები, კიდევ შესაძლებელი იქნებოდა გამართლება, თუმცა ქართული ოცნება არაფრით არ არის უკეთესი იმ პარტიებზე, რომლის აკრძალვასაც აპირებს.
4) ზოგადად საქართველოში პოლიტიკური ველი ტოკსიკურია და თუ ხელისუფლებას “პარტიების აკრძალვა” სურს, ამისთვის საარჩევნო სისტემის შეცვალაა საჭირო, ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ განხორციელებადია, სრულიად მაჟორიტარული სისტემის შემოღება და მაქსიმუმ 100 კაციანი პარლამენტი იქნებოდა საკმარისი.“











კომენტარები