• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ გაიაფდება ადეკვატურად საწვავი და რისი იმედი აქვთ ნავთობის „მამებს“

ალია ავტორი - ალია
10:47 08-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

ანი დვალიშვილი

ნავთობიმპორტიორებმა აგვისტოს დასაწყისში საწვავი დაახლოებით 10 თეთრით გააიაფეს და გვპირდებიან, რომ სექტემბერშიც იგივე მოხდება. ამის მიუხედავად, ფასები საწვავზე მაინც გაბერილია და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიაფდა, ჩვენი ვალუტა კი გამყარდა, კლება 30-40 თეთრიანი უნდა იყოს, მაგრამ ამას არ აპირებენ. ტყუილია ის დაპირებაც, რომ თურმე სექტემბრისთვის დიზელის საწვავის არანორმალურად გაზრდილი ფასი 20 თეთრით დაიკლებს. ერთ-ერთმა იმპორტიორმა პირდაპირ თქვა, შემოდგომა მოსავლის აღების პერიოდია, დიზელის საწვავი 6 ლარიც რომ გახდეს, გლეხი მაინც იყიდის, რადგან მთელი წლის ნაშრომს მინდორში არ დატოვებსო. სწორედ ეს იციან ნავთობის მამებმა, იციან ისიც, რომ მათ პასუხს არავინ სთხოვს და ამიტომ, აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ.

ეროვნული ვალუტა და მისი სიმყარე ტყუილად არ გვიხსენებია. 60 პუნქტით(?!) გამყარებულმა ლარმა რიგით ადამიანებს ვერანაირი სიკეთე ვერ მოუტანა, არცერთ პროდუქტზე (სეზონური ბოსტნეულის გარდა) ფასი არ დაწეულა და ამის გაკეთებას არც არავინ აპირებს. სამაგიეროდ, ევროპიდან ქართველი ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილმა დოლარმა თუ ევრომ მსყიდველუნარიანობა დაკარგა და თუ ადრე 100 დოლარით 330 ლარს ყიდულობდნენ, ახლა 270 ლარია და მინუს 60 ლარი სწორედ პროდუქტებზე ისახება.

ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომ ბოლო ნახევარ წელიწადში, პურის წონამ შეფუთვაში 120-დან 150 გრამამდე მოიკლო. სამაგიეროდ, ფასი გაიზარდა და ამაზე ხმას არავინ იღებს. ადვილად გაიხსენებთ, 2-3 თვის წინ, პურები უჩვეულოდ დიდ შესაფუთში იდო. ეს იმიტომ, რომ წონაში დააკლეს და შესაფუთი მასალა მარაგში ჰქონდათ, ხომ არ გააფუჭებდნენ? ამიტომაც, გაუშვეს ის, რაც ჰქონდათ და ახლა შედარებით მცირე ზომისები შეუკვეთეს. ცუდია ისიც, რომ საქართველო მთლიანად ფქვილის შემოტანაზე გადაერთო და ხორბლის შემოტანის გზებს აღარც ეძებს. რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის შემოტანა უკვე გამორიცხულია, ეს ექსკლუზივი თურქეთმა მიითვისა ხელიდან აღარ გაუშვებს. თურქეთმა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებიც მიიღო და ისინი თურქეთის ეკონომიკაში ათეულობით მილიონს აბანდებენ. ამის გამო, ევროკავშირი სანქციებით იმუქრება, მაგრამ თურქეთს სანქციების აღარ ეშინია, რადგან მთავარი საკვები პროდუქტი, მარცვალი, უკვე მის ხელშია და შეუძლია ევროპული ქვეყნები შიმშილისთვის გაწიროს. ჩვენ კი… ჩვენ არაფერი ბატონებო, ჭარხალი გაიაფებულა ამ თვეში და მიეძალეთ, სისხლისთვის სასარგებლო ყოფილა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved