• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ გადაიყვანენ პრემიერად კახა კალაძეს?

ალია ავტორი - ალია
18:22 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
774

ანი დვალიშვილი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ახალი პრემიერის ძიებაშია და ირაკლი ღარიბაშვილს მალე მოხსნიან. მის შემცვლელად კახი კალაძე და კახა კუჭავა სახელდებიან. დავიწყოთ იმით, რომ კალაძის პრემიერად გადაყვანის შემთხვევაში, თბილისის მერის არჩევნები უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მზად არც ხელისუფლებაა და ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებად აქვს უშუალოდ პარტ-აქტივს. „ქართული ოცნება“ აუტკივარ თავს არცერთ შემთხვევაში არ აიტკივებს და რაც შეეხება კუჭავას… ყველას რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, პრემიერად ისეთი პირის დანიშვნას, რომელიც არც თუ დაბალ თანამდებობაზე უყვე იყო და დამოუკიდებელი თამაშის დაწყება რამდენჯერმე დააპირა. სწორედ ამიტომ, თუ ღარიბაშვილის შეცვლას მართლაც აპირებენ, ეს ორი კანდიდატი უნდა გამოირიცხოს და სხვა ახალია მოსაფიქრებელი, – ეუბნება „ალიას“ წყარო.

და როგორ გგონიათ, რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? გარდა იმისა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერმა გოგაშვილი პოლიტ-პატიმრად გამოაცხადა, რეალურად, არც არაფერი ხდება. ოპოზიციის ლიდერებს არ აქვთ გეგმა გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ რიგ-გარეშე სესიაზე შოუ დადგან და ევროპას დაანახონ, ჩვენ კი ვართ თქვენს მხარეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობსო. უმრავლესობის წევრები პარლამენტში მისვლას არ აპირებენ და იმასაც ამბობენ, ოპოზიციას ჰყავს ვიცე-სპიკერი და თუ უნდა, სხდომა მას ჩაატარებინონო, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ელემენტარულად ქვორუმი ვერ შედგება და სხდომაც არ შედგება. ფაქტია, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დასავლეთის გავლენისგან გათავისუფლდეს. გავლენაში იმ მითითებების უსიტყვო შესრულება მოიახრება, რომელიც ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ სხვაგვარად მოქმედება ბევრად მეტ სარგებელს მოიტანს. დასავლეთს კი, თავის მხრივ, ურჩი ხელისუფლება არ მოსწონს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად შეეცდება, ბევრად ლოიალური შემადგენლობა მოიყვანოს სათავეში. ამის იმედი აქვს ოპოზიციას, მაგრამ… შემოდგომამდე რაიმეს შეცვლა გამორიცხულია, შემოდგომიდან კი, პარლამენტში დაბრუნებული „ოცნება“ მშვიდად დააჩაქუჩებს 11 რეკომენდაციას და ევროპას ეტყვის, ოპოზიცია მეთორმეტე პუნქტის შესრულებას არ თანხმდება და თუ სტატუსს არ მოგვცემთ, მათი ბრალი იქნებაო. ეს იცის დასავლეთმაც, ოპოზიციამაც, „ოცნებამაც“… და ოპოზიცია იმის იმედად არის, რომ მორიგი უარის შემდეგ, უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში და მუხტს აღარ დააგდებს. ჰო, მმართველ გუნდს რეალურად სჯერა და ბედნიერია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, კანდიდატის სტატუსზე ყველა შემთხვევაში, უარს მიიღებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved