• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ გადადის გარდაბნის მერი კარანტინში? – “ოცნების” და “ავერსის” კლასტერი

ალია ავტორი - ალია
15:03 09-03-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

“ალისთვის” ცნობილი გახდა, რომ გარდაბნის მერს რამაზ ბუდაღაშვილს თვითიზოლაციაში გადასვლა მოსთხოვეს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა. როგორც წყარო გვიყვება, მისი მეუღლე, ექიმი მაკა ძამნაშვილი, რომელიც “ავერსში” მუშაობს, კლინიკის ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტია და წესით, ინფიცირებულის კონტაქტი და მასთან შემხებლობაში მყოფი პირები კარანტინში უნდა იქნენ გადაყვანილნი, ან, როგორც ახლა მოდაში შემოვიდა, თუ საქმე მაღალჩინოსანს ეხება, თვითიზოლაციაში მაინც.

“ალია” დაუკავშირდა გარდაბნის მერის მდივან-რეფერენტს, რომელმაც ჯერ მომხდარი უარჰყო, მერე გვითხრა, რომ დრო სჭირდება პასუხის გასაცემად. მერე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გარდაბნის მერის მეუღლე მართლაც ექიმია და ინფიცირებულის კონტაქტი, მისი მოკვლევა მოხდა ისევე, როგორც ყველა კონტაქტის, მაგრამ გარდაბნის მერი არ არის თვითიზოლაციაში, ის უბრალოდ შვებულებაშია ორშაბათიდან და საერთოდაც, ვერ უკავშირდება.

ვიკითხეთ გარდაბნის მერის მეუღლის სახელი და გვითხრეს, რომ არ იციან, ვინ არის მისი ცოლი. რადგან საჯარო მოხელე მერია და არა მისი მეუღლე.

რა ვიცით, საჯარო მოხელე სანამ გახდებიან, ოჯახის ფოტოებს აკრავენ ყველგან და მერე რატომ ხდება საიდუმლო? ან თუ საიდუმლოა, საჯარო მოხელის დეკლარაციაში რატომ იწერება მისი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია?

“ალიას” წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მერმა სამშაბათს მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, შესაბამისად, მერიის თანამშრომლებიც ირიბი კონტაქტები გამოდიან და წესით, ისინიც უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, თუმცა, მერიის წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ მერი შვებულებაშია და არ დადის მერიაში.

მერიის თანამშრომელი იმასაც გვიმტკიცებს, რომ მერი კარანტინში და თვითიზოლაციაში არ გადასულა, თუ მართლაც ასეა, ძალიან ცუდია, რადგან, ცოტა ხნის წინ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ “ავერსის” კლინიკების ყველა თანამშრომელი გაიტესტება და პირადად ის და პრემიერი უხელმძღვანელებენ ამ საკითხს, აგერ კი, “ავერსის” ინფიცირებული ექიმის კონტაქტი და მისი მეუღლე არ არიან თურმე კარანტინში.

ხო, მერის მდივან-რეფერენტიც შვებულებაშია, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე გვითხრა.

რაკი პირადად პრემიერი კურირებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მოგვახსენა, “ავერსის” კლინიკების თანამშრომელთა ტესტირებას, ჩვენც პირადად პრემიერს მივმართავთ, იქნებ, პრემიერის სამსახურიდან ვინმემ გაარკვიოს, ყველა თანამშრომელი კი არა, ინფიცირებულის კონტაქტი და მისი ოჯახი რატომ არ არის კარანტინში და რატომ აგდებენ საფრთხეში ადგილობრივ მოსახლეობას? იქნებ, ვინმემ დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გარდაბნის მერს შეხვედრა მერიაში სამშაბათს და თუ იყო ასეთი შეხვედრა, როგორ გააფორმა შვებულება წინა თარიღით და რა ბედია ეწევა იმ თანამშრომლებს, რომლებიც მერთან იყვნენ კონტაქტში?

იმედია, პრემიერის სამსახური 18 წელს არ მოანდომებს ამის დაგენას. რა შუაშია 18 წელი? “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაბნის მერი 18 წლის მანძილზე ცდილობდა აეღო დიპლომი,

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

კიდევ ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი გარდაბნის მერზე, მაგალითად, 2018 წლის მხოლოდ დეკემბერში, როგორ ჩაურიცხა თავის თავს ხელფასის ოდენობით სამჯერ მერი პრემია-დანამატი.

ასეა თუ ისე, ფაქტია, მაღალჩინოსნები კარანტინს გაურბიან, უბრალო მოქალაქეები კი პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ სანამ ჯანდაცვის მინისტრი იმას გვირჩევს, ბათუმიდან ყველა ჩამოსული გადავიდეთ თვითიზოლაციაში, არც ის დაავიწყეს, რომ მისი თანამშრომლები, პრემიერი და მინისტრები 2 დღის წინ ჩამოვიდნენ ბათუმიდან და თვითიზოლაციაზე არც კი უფიქრიათ.

ალია

თეგები: გარდაბანიგიორგი გახარიაეკატერინე ტიკარაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved