• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ეხება კომუნალური შეღავათები ტურისტულ ბიზნესს

ალია ავტორი - ალია
21:39 03-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

მოქალაქე მარიამ გიორგაძე, “ალიას” აწვდის ფოტომასალას და გვიყვება:

“მაქვს პატარა ტურისტული ბიზნესი, შესაბამისად, კომუნალურ გადასახადსაც ვიხდიდი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფისგან მკვეთრად განსხვავდება. თითქმის გაორმაგებულია.

მიუხედავად იმისა, რომ იგივე მრიცხველზე აისახება ჩვენი საცხოვრებელი ბინის მიერ დახარჯული კომუნალური – იმასაც არასაყოფაცხოვრებო ტარიფით ვიხდიდი მთელი ეს პერიოდი, ისევე როგორც, პატიოსნად ვიხდიდი ყველა გადასახადს.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ბევრ ქვეყანასთან შეწყვიტა ფრენა და გვირჩევენ დისტანცირებას ხალხისგან – რა თქმა უნდა, ვერ ვმუშაობ, ისევე როგორც ვერ მუშაობს ვერავინ, ვინც ტურისტული ბიზნესით იყო დაკავებული.

მივხვდი, რომ ვერ გადავიხდიდი კომუნალურებს, მივმართე “თბილისი ენერჯის” გადაევადებინა გადასახადი, მითხრეს რომ მიმდინარე გადასახადს ვერ გადამივადებს, უნდა მქონდეს დავალიანება ორი თვის მაინც. თუ არ გადავიხდი – ჩამიჭრიან, როგორ მექნება ორი თვის დავალიანება? – ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ.

მივმართე ისევ “თბილისი ენერჯის” და ვთხოვე, შეეცვალათ ტარიფი, რადგან, ყველამ ვიცით უკვე, რომ ფრენები აღარ ხორციელდება და ფიზიკურად ვერ იმუშავებს ტურისტული საქმიანობა – შესაბამისად, ეს პერიოდი რომ გადამეხადა საყოფაცხოვრებო ტარიფით.

მიპასუხეს, რომ იყვნენ მოსულები (მე არ შემხვედრიან) და ნახეს, რომ მაქვს ინვენტარი – შესაბამისად, ვერ გადამიყვანენ საყოფაცხოვრებო ტარიფზე.

მივმართე თბილისის მერიას, რომელსაც ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის – მერიამ მიპასუხა – ვერ გავიგე რატომ გვირეკავ – თუ გადაიხდი ჩაგირთავენ, თუ არ გადაიხდი – ჩაგიჭრიანო.

ეკონომიკის სამინისტრომ გადამამისამართა ტურიზმის სააგენტოსთან, ტურიზმის სააგენტოს ვერ დავუკავშირდი, მაგრამ შემდეგ “ალიას” დახმარებით, თავად დამიკავშირდნენ და გადამამისამართეს სემეკთან.

სემეკმა მითხრა, რომ ძალიან სწუხს, მაგრამ არაფერი შეუძლია. ასევე, სემეკმაც და თბილისი ენერჯიმაც მითხრეს, რომ მე უნდა დავამტკიცო, რომ ნამდვილად არ ვარ დაკავებული ტურისტული ბიზნესით ამ ვითარებაში. როგორ უნდა დამავტკიცო – ვერ ამბობენ, ისევე, როგორც ვერც ამბობენ, საგანგებო მდგომარეობის დროს, საიდან შეიძლება ტურისტი შემოვიდეს. საგანგებო მდგომარეობის დროს, ეპიდემიის დროს როგორ ვიქნები დაკავებული ტურისტული ბიზნესით?

ამ მომენტში ჩემს ოჯახს, სადაც არის ორი მცირეწლოვანი ბავშვი “თბილისი ენერჯიმ” შეუწყვიტა გაზის მომსახურება.

მე კი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვეწევი ბიზნესს, ვეღარ ვეწევი, უფრო სწორად – გარდა იმისა, რომ არავინ მეკითხება, როგორ გადავიხდი საერთოდ კომუნალურ გადასახად, როცა დავრჩი უმუშევარი + არასაყოფაცხოვრებო ტარიფით უნდა გადავიხადო, მართალია ვერ ვეწევი საქმიანობას, მაგრამ მაინც იმ ტარიფით უნდა გადავიხადო, რა ტარიფიც მაშინ ვიხდიდი, როცა მეტ-ნაკლებად იყო ტურისტი – თუმცა, კარგად მოგეხსენებთ გასულ წელს, ზაფხულის სეზონიც ჩავარდა და ზამთრისად, შესაბამისად, ისედაც ძლივს ვახერხებდით ბანკის ვალების და კომუნალური გადასახადების გადახდას.

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი იქნება ჩემს მდგომარეობაში, შესაბამისად, ყველა ამ კომპანიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბევრი სარჩელი შევა სასამართლოში, სანაგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.”

“ალია” კვალდაკვალ მიჰყვებოდა მარიამ გიორგაძის ზარებს მთელი დღის მანძილზე, ვესაუბრეთ ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, არაერთხელ ვესაუბრეთ სემეკს, ვესაუბრეთ თბილისი ენერჯის.

ყველა მხოლოდ სწუხს!

ვერ ვიპოვნეთ პირი, რომელიც არ სწუხს.

ისევე, როგორც ვერ ვიპოვნეთ პირი, რომელიც აგვიხსნის, რატომ უნდა გადაიხადოს ტურისტულმა ბიზნესმა არასაყოფაცხოვრებო ტარიფით გადასახადი, მაშინ როცა, ამ პერიოდში, მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს გაზსაც, ელექტროენერგიასაც და წყალსაც. ფიზიკურად ვერ გამოიყენებს სხვა მიზნებისთვის.

“თბილისი ენერჯი” სემეკთან გვამისამართებს, სემეკი გვპასუხობს, რო მთავრობას არ მიუღია დადგენილება ჯერ და სანამ პირი დარეგისტრირებულია არსებულ მისამართზე, როგორ მეწარმე – მან უნდა გადაიხადოს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

თუ მხოლოდ რეგისტრაციით განისაზღვრება ტარიფი – რატომ იყვნენ თბილისი ენერჯის თანამშრომლები მისულნი ადგილზე ბიზნესის სანახავად? და ინვენტარი რადგან დგას – ესე იგი, ტურისტული ბიზნესი ჰყვავის? გადაყარონ ინვენტარი? გააჩუქონ? გაყიდონ?

კიდევ უფრო სასაცილო ამბავია, რომ ეპიდემიის დროს, როცა ყველა დისტანციურ მუშაობას გირჩევს – მიდიხარ ტურისტული ბიზნესის შესამოწმებლად, როცა წინასწარ იცი, რომ ტურისტი აღარ შემოდის ქვეყანაში.

სემეკი – ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი:

“კომუნალური მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით, მთავრობას ჯერ რაიმე ახალი დადგენილება არ გამოუცია, შესაბამისად, ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობით.

მივესალმები და გამეხარდება, თუ გამოიცემა რაიმე იმ ტიპის ბრძანება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ფინანსურ შეღავათს მისცემს”

არსებობს მორალური მხარე – ამდენწლიანი პრემიებისა და დანამატების დაფინანსების შემდეგ, ჩვენი ბიუჯეტიდან, ამჯერად სახელმწიფომ, არც ერთი ადამიანი არ უნდა გაწიროს შიმშილისა და სიცივისთვის – მაგრამ, ამაზე სხვა დროს.

და არსებობს – იურიდიული მხარე და კაზუსები – ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ იურიდიულ ფირმებს – გააერთიანონ ასეთი ადამიანების სარჩელები და ერთად დავამტკიცოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო უნდა მეხმარებოდეს და არა ზედმეტს მართმევდეს.

და ბოლოს, შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამი დღის წინ განაცხადა – ჩვენ ამ პრობლემების წინაშე მარტოს არავის დავტოვებთ. მარიამსმ რა თქმა უნდა, მოვუყევით, რომ თბილისის მერი მას მარტო არ დატოვებდა, როგორც გვიყვება, მიიხედა-მოიხედა და არავინაა, მარტოა დარჩენილი პროვლემების წინაშე.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved