• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა – მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:15 05-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა – მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქის გაფორმება.

“წელს 26 მაისის გზავნილია “თავისუფლების სიყვარულით”, ამიტომ დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო “ევროპისკენ”, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში, სლოგანიდან გამომდინარე მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსის შერჩევა – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თემატურად წელს საქართველოს დროშა შეირჩა.

“მრავალი წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, დღესასწაულად გადაიქცა, იმ წლებიდან მოყოლებული ყოველ წელიწადს აქვს დამატებითი თემა. იყო წელი, როდესაც ჩვენ აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ არა თუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი, მხოლოდ და მხოლოდ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით გახლდათ ადმინისტრაციული შენობები. აღვნიშნეთ 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, მაშინ ძირითადი თემა გახლდათ დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. წინა წელს გახლდათ თემა ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე.

რაც შეეხება წლევანდელ წელს, რადგან გვაქვს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბოლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ასევე მუნიციპალიტეტები,” – აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე.

კრიტიკული გზავნილები ოპოზიციის ნაწილს აქვს, მათ პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved