• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომ არ აფასებთ ამ გამაოგნებელ მოწოდებას, როგორც ამ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას” – დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
13:30 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. „შავი სიის“ იდეაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სიაში უნდა ჩასვან ის მოსამართლეები, პროკურორები, თანამდებობის პირები, “ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას სჩადის“, ასევე მიმართვა უნდა გაკეთდეს დასავლეთის საელჩოების მიმართ, რომ არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. „შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა”, – წერს სააკაშვილი.

ქართულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე ღიად მოუწოდებს ცნობილი საბჭოთა ჯალათების – ეჟოვისა და იაგოდას, კუ-კლუქს-კლანისა და ლინჩის სასამართლოს დროინდელი წესრიგის დამკვიდრებისაკენ. რატომ არ აფასებთ თქვენ მის ამ გამაოგნებელ მოწოდებას, როგორც ამ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას”? – ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და აშშ-ის საელჩოს რამდენიმე კითხვით მიმართავს.

„ქალბატონო ელჩო. ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით გულწრფელ წუხილს ჩვენი სახელმწიფოსთვის “ძირის გამოთხრის”, თქვენთვის მტკივნეული და გასაშუქებელი ფაქტების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განცხადებები უამრავ უზუსტობას, ბევრ მიკერძოებას და მცირეოდენ შეცდომებს შეიცავენ – მაინც ვეცნობით მათ. შეგახსენებთ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების პარამეტრებში საერთაშორისო ინდექსაციის მიხედვით, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია – საქართველო მსოფლიოში და ევროპაში მოწინავე პოზიციებზეა, ხოლო რეგიონში – უდაო ლიდერს წარმოადგენს. ასე რომ, თქვენც მომისმინეთ და მომიტევეთ – რამეთუ ვშიშობ, არ მოგეწონებათ.

ჩვენ სისხლით, მსხვერპლით და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ხარჯზე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება, რომლის გარანტი – თითქოს და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ეს მონაპოვარი – საფრთხეშია. ქართულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე ღიად მოუწოდებს მისთვის ამ გაუგებარ, მიუღებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცნობილი საბჭოთა ჯალათების – ეჟოვისა და იაგოდას, კუ-კლუქს-კლანისა და ლინჩის სასამართლოს დროინდელი წესრიგის დამკვიდრებისაკენ.

რატომ არ აფასებთ თქვენ მის ამ გამაოგნებელ მოწოდებას, როგორც ამ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას”? რატომ ეწერებით ჩვენს ქვეყანაში, გასული საუკუნის 30-იანი წლებისთვის დამახასიათებელი რეჟიმის დამკვიდრების ლატენტური თანამონაწილეების რიგებში? სად არის თქვენი აღშფოთება? ბოლო ბოლო – გაგვაგებინეთ, პირადად თქვენ ვის მხარეზე დგახართ და პირდაპირ გაგვაგებინეთ, თქვენი აწ უკვე ტრადიციული “კრავთა დუმილი” რას მივაწეროთ?! პატივისცემით!“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved