• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ახსენებს „ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილს? – „ის, პრაქტიკულად, ერთადერთი წასულია, ვისზეც დუმილია გამოცხადებული“

ალია ავტორი - ალია
19:11 10-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

ანი დვალიშვილი

თუ გახსოვთ, ადრე დავწერეთ, მმართველი გუნდი სოსო გოგაშვილს ან გააჩუმებს, ან გააკულაკებს თქო. გოგაშვილი არ გაჩუმდა და მიიღო ის, რაც დავაანონსეთ – მის ქონებას ყადაღა დაედო, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს ყველაფერი არ არის. საგამოძიებო უწყება კვლავ აგრძელებს ძიებას და არც თუ შორეულ მომავალში, გოგაშვილს აუცილებლად უპოვნიან ქონებას, რომელსაც ყადაღას დაადებენ. საერთო ჯამში, თანხა ათეულ მილიონობით ლარს ურტყამს და დაკავებულს იმის ახსნაც მოუწევს, საიდან და როგორ დააგროვა ეს ყველაფერი. მართალია, მისი მეუღლე ამტკიცებს, ყველაფერი კრედიტით შევიძინეთო, მაგრამ სუს-ის მაღალჩინოსნის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციას თუ გადავხედავთ, სესხი 150 ათასი დოლარიც კი არ არის, დაყადაღებული ქონება კი მილიონობით… დოლარია… კიდევ გავიმეორებთ იმას, რაც ადრე დავწერეთ – გოგაშვილის სასამართლო არის მაგალითი „ოცნების“ იმ წევრებისთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ გუნდის წინააღმდეგ წავიდეს. თუ აკვირდებით, ერთადერთი, ვისზეც „ოცნება“ ხმას არ იღებს, ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილია. რატომ? ზუსტად იმავე მიზეზით – ხმას არც კვირიკაშვილი იღებს, თორემ აგერ არის კახეთი და მიწები, რომლების მისი ოჯახის საკუთრებაა და სადაც მარცვლეული კულტურები ითესება.

რაც შეეხება რუსეთიდან გამოქცეულ ახალგაზრდებს… მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვეულებრივი დეზერტირია, მაგრამ ტყუილია ის, რომ აქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამორბიან. თავად განსაჯეთ, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 800 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ყველას თუ არა, 300 ათასს მაინც რუსეთის მოქლაქეობა დიდი ხნის მიღებული აქვს და ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე წვევამდელია. ჰოდა, ეს ადამიანებიც გამორბიან და უბრუნდებიან ისტორიულ სამშობლოს. ეს დამატებით უმუშევართა არმიაა ქვეყნისთვის, მაგრამ მათ უმრავლესობას საკმარისი დანაზოგი აქვს იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი დაიწყოს. რაც შეეხებათ უშუალოდ რუსებს…

„გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში 3-4 თვე ისე ვიცხოვროთ, სამსახური არ დაგვჭირდეს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ომი დასრულდება, რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება და დავბრუნდებით. ვიცით, რომ დეზერტირობის მუხლით შეიძლება გაგვასამართლონ, მაგრამ 5 წელი ციხეში ყოფნა ჯობს სასაკლაოზე წასვლას“, – ეს ერთ-ერთმა რუსმა გვითხრა, რომელიც საქართველოში ძმასთან ერთად ჩამოვიდა და გაოცებულია იმით, რომ თბილისში ბინის ქირაობას უბრალოდ, ვერ ახერხებს. მართლაც, ბინის ფასები არამარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც საგრძნობლად გაიზარდა და ტურისტებს ვინ ჩივის, რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს ძალიან სერიოზული პრობლემა ექმნებათ.

სხვათა შორის, რაც დღეს ხდება, ეკონომიკისთვის ძალიან კარგია, მოსახლეობისთვის – ცუდი, რადგან ბინების გარდა, პროდუქტზე ფასებიც ძვირდება და ეს ყველაფერი სწორედ რუსებზეა გათვლილი, მაგრამ პროდუქტის შეძენა ქართველებსაც უწევთ და შესაბამისად, ძვირის გადახდაც. გაძვირდა რესტორნის ფასებიც და ზოგადად, თუ ამ ტემპით გაგრძელდება, მალე რუსულ რელსებზე გადაეწყობა ჩვენი ეკონომიკა და ეს მაინცდამაინც კარგი არ უნდა იყოს – აქაური და რუსული შემოსავალი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

 

თეგები: გიორგი კვირიკაშვილირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved