• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ახდენს ძებნილის ექსტრადირებას საქართველო? – “23 ნოემბრიდან შეეძლოთ წამოყვანა, მაგრამ არ მოჰყავთ”

ალია ავტორი - ალია
00:08 01-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

თურქეთი, ბელარუსი და ახლა უკრაინა. ბოლო ორ წელიწადში ამ ქვეყნებში დააკავეს საქართველოს მოთხოვნით კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მაგრამ საქართველომ მისი ექსტრადირება არც ერთი ქვეყნიდან არ მოახდინა. 

მინდია გორაძის ადვოკატს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რატომ შეიკავა თავი ოცნების ხელისუფლებამ მისი ჯერ კიდევ თურქეთიდან ექსტრადირებისგან.

საბოლოოდ 2020 წლის ივნისში ლავას ოღლი თურქეთიდან გააძევეს და პირველივე რეისით ბელარუსში გაუშვეს. მინსკში ჩასვლისთანავე მინდია გორაძე ისევ დააკავეს და იქაც საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო. არც ამჯერად გაიგზავნა მასთან ბადრაგი საქართველოში ჩამოსაყვანად, მიუხედევად იმისა, რომ ექსტრადირება ამჯერადაც ქართულმა მხარემ მოითხოვა. ბელარუსი ადვოკატის ვარაუდით საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს მისი ქვეყანაში დაბრუნება.

საქართველომ მისი ექსტრადირება მოითხოვა და წარმოადგინა პატიმრის გადაცემისთვის საჭირო ყველა დოკუმენტიც. ამის საფუძველზე ექსტრადირების მოთხოვნა ჯერ კიდევ ნოემბერში დაკმაყოფილდა, მაგრამ ის არ წაიყვანეს. 23 ნოემბრიდან შეეძლოთ წაეყვანათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა. დარწმუნებული ვარ საქართველოს უბრალოდ არ სურს მისი ქვეყანაში დაბრუნება და უნდა რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს სხვა ქვეყანაში დაკავებული…” ამბობს სერგეი მედვედევი, მინდია გორაძის ადვოკატი ბელარუსში.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია რატომ არ მოხდა გორაძის ექსტრადირება საქართველოში. დაზუსტებული პასუხი არ ჰქონდა არ იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. 

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა.

საკითხს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. მათი შეფასებით უკვე იკვეთება პრობლემა, როცა ქვეყანა ძებნილად აცხადებს პირს, ითხოვს მის ექსტრადირებას და გაურკვეველი მიზეზებით ამას არ აკეთებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა იყოს.

კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი ამჟამად ოდესის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაშია. მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. არ არის გამორიცხული ისევ ბელარუსში დააბრუნონ, საიდანაც ორის დღის წინ გამოაძევეს, ან სხვა ქვეყანაში გაუშვან, თუ საქართველო ისევ  უარის იტყვის მის მიერ ძებნილად გამოცხადებული მისივე მოქალაქის საქართველოში ექსტრადირებაზე. 

წყარო – მთავარი

თეგები: ლავასოღლი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved