• რეკლამა
  • კონტაქტი
19:25, სამშაბათი, 18 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?

ალია ავტორი - ალია
23:28 01-17-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
775

ტომ სტე­ი­ე­რი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც 2020 წელს ქვეყ­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან“ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ სტე­ი­ე­რი სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ნა­ხატ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ხე­ლის მტე­ვან­ზე – სტე­ი­ერს ხუთი ჯვრის სიმ­ბო­ლო აქვს და­ხა­ტუ­ლი.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტა­ტუს ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის BBC და მი­მო­ი­ხი­ლავს იმას, თუ რას ნიშ­ნავს ეს სიმ­ბო­ლო, ვინ იყე­ნებ­და და იყე­ნებს მას.

ხუთი ჯვა­რი მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლი­მის სა­მე­ფოს სიმ­ბო­ლო გახ­და. სა­მე­ფო კი, ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. არ არ­სე­ბობს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რია ხუთ­ჯვრი­ა­ნი სიმ­ბო­ლოს მნიშ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც ყვე­ლა შე­თან­ხმდე­ბო­და.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ე­ბი, ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, ის წარ­მო­ად­გენს ქრის­ტე­სა და ოთხ სა­ხა­რე­ბას, ასე­ვე ხუთ ჭრი­ლო­ბას ქრის­ტეს სხე­ულ­ზე, ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კომ­პა­სის სიმ­ბო­ლოა და ოთხ მხა­რე­ზე მი­უ­თი­თებს.

BBC იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ხუთ­ჯვრი­ა­ნი სიმ­ბო­ლო 2004 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ დრო­შა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ტომ სტე­ი­ერ­მა ხუთი ჯვრის სიმ­ბო­ლოს ტა­ტუ­ი­რე­ბა?

გა­სულ წელს, ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე, სა­ნამ გა­ირ­კვე­ო­და, რომ სტე­ი­ე­რი აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ­და, BuzzFeed-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ის შემ­დეგს ამ­ბობ­და:

“ეს ნიშ­ნავს, რომ სი­მარ­თლე ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა თქვა. როცა ამ ჯვრებს ყო­ველ­დღე ჩემს ხელ­ზე ვხე­დავ, ვახ­სე­ნებ სა­კუ­თარ თავს, რომ ყო­ველ­თვის ვთქვა სი­მარ­თლე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჯვრე­ბის სიმ­ბო­ლო იე­რუ­სა­ლი­მი­დან იღებს სა­თა­ვეს“, – ამ­ბობ­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი.

სტე­ი­ე­რის თქმით, სიმ­ბო­ლო ნა­წილ-ნა­წილ და­ი­ხა­ტა, 2017 წლის იან­ვარ­სა და 2018 წლის მა­ის­ში.

პო­ლი­ტი­კო­სი ქრის­ტი­ა­ნია. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან თქვა, რომ ღმერ­თი 30 წლის ასაკ­ში იპოვ­ნა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს, სარ­წმუ­ნო­ე­ბა­სა და მის ტა­ტუს შო­რის კავ­ში­რი არ არის. სტე­ი­ე­რის თქმით, ეს მო­ხა­ტუ­ლო­ბა მხო­ლოდ მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ყო­ველ­თვის სი­მარ­თლე თქვას.

კი­დევ ვინ იყე­ნებს ხუთი ჯვრის სიმ­ბო­ლოს?

ამ სიმ­ბო­ლოს ასე­ვე იყე­ნე­ბენ რა­სის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ თეთ­რი ფერი მათი უპი­რა­ტე­სო­ბაა. რო­დე­საც გა­სულ წელს ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, მე­ჩეთ­ში 520 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, ამ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ და თა­ვი­ანთ ბა­ნე­რებ­ზე ჯვრის მსგავ­სი სიმ­ბო­ლო­ე­ბი ჰქონ­დათ, ასე­ვე ეწე­რათ ფრა­ზა – “ღმერ­თს ასე სურს“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჯვრის სიმ­ბო­ლოს სა­ხეც­ვლი­ლი ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი

გა­სულ კვი­რას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­მა, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცროს­მა “ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ხელ­ში ია­რა­ღი უჭი­რავს, ხოლო ია­რაღ­ზე ხუთი ჯვრის სიმ­ბო­ლოა და­ტა­ნი­ლი.

ტრამ­პი უმ­ცროს­მა ფოტო ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ირა­ნე­ლი გე­ნერ­ლის, ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის მოკ­ვლის შემ­დეგ ატ­ვირ­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ზე­ი­მი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­ი­ღო.

ამე­რი­კე­ლი ის­ტო­რი­კო­სი დენ ჯონ­სი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა სიმ­ბო­ლოს თა­ვი­სი კონ­ტექ­სტი აქვს და მათ უბ­რა­ლოდ არა­ვინ იყე­ნებს. ჯონსს თა­ვა­დაც აქვს ხუთი ჯვრის ტატუ ხელ­ზე. მისი თქმით, ეს მშვი­დო­ბის სიმ­ბო­ლოა, თუმ­ცა დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნად იყე­ნე­ბენ.

მა­გა­ლი­თად, ტრამ­პის ვაჟს ის სწო­რედ ძა­ლა­დო­ბის სიმ­ბო­ლოდ აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ფოტო სო­ლე­ი­მა­ნის მოკ­ვლის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამბები.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved