საქართველოში ახალ წელს ორჯერ 1 და14 იანვარს აღვნიშნავთ. ჩვენთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია ასევე რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიაში.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები. სწორედ ამიტომ, ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, თბილისელები ძველით ახალი წლის ღამეს გათენებამდე ზეიმობენ.
კალანდობა – ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყება. გურიაში ახალ წელს ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ეგებებიან.














კომენტარები