• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რატომ აძლევს ბიძინა ამდენ ძალაუფლებას კობახიძეს?” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
23:11 06-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,996

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,ბევრი კითხულობს, რატომ აბარებს ბიძინა ყველა თანამდებობას და რატომ აძლევს ამდენ ძალაუფლებას კობახიძეს?

ჩემი ვერსიაა, რომ ივანიშვილი მემკვიდრის დასატოვებლად ემზდება. (ან ისინი ვინც მის უკან დგანან)

ხომ გახსოვთ, რუსეთში როგორ შეირჩა ელცინის მემკვიდრედ პუტინი? ჯერ ერთი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად (მგონი კასიანოვი), არ გაამრთლა, ფხა ვერ გამოიჩინა, მოხსნეს მალევე, მერე მეორე (მგონი კირიენკო იყო), ვერც იმან აჩვენა ლიდერის თვისებები, ბოლოს არსაიდან მოიყვანეს პუტინი, რომელიც პირდაპირ სწვდა ხარს რქებში (ერთი რუსული გამოთქმა რომ გადმოვაქართულოთ), და ჩეჩნეთში შევრდა, აჩვენა, რომ არ ყოყმანობს, ყველაფერზე წამსვლელია.

ასე ეძებდა ივანიშვილიც მემკვიდრეს (ან სხევბი ეძებდნენ. როგორც გინდათ), ღარიბაშვილს შანსი ორჯერ მისცა, მაგრამ მისგან არაფერი გამოვიდა, კვირიკაშვილი და ბახტაძე საერთოდ ვერ შედგნენ პოლიტიკურ ფიგურებად. ერთადერთი გახარაიმ გამოიჩინა ფხა, მაგრამ მან ერთგულების ტესტი ვერ ჩააბარა და ბოლოს კობახიძეში იპოვა, რასაც ეძებდა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ კობახიძე დიდხანს იდგა რიგში, დიდხანს აკვირდებოდა მას ბიძინა, თავიდან არც სერიოზულად უყურებდა და არც ენდობოდა, მაგრამ მან ბოსს დაუმტკიცა, რომ ერთგულიცაა, ყველაფერზე წამსვლელიცაა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარიც აქვს. ეს ბიძინასთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას არ უყვარს, რომ ყველაფერზე ურეკავენ, ახლა რა ვქნათ, ბატონოო. ბატონი დიდადაც არ უნდა შეაწუხო, თან მომავალში, როდესაც მას გადაბარდება ხელისუფლება, ეს თვისება გამოადგება, ამის გარეშე ლიდერი ვერ გახდება.

მემკვიდრის შერჩევის შემდეგი ეტაპია, მისი ავტორიტეტის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ივანიშვილის მხრიდან მისი კადრების გვერდით გაწევა და კობახიძისთვის მათი მოხსნის უფლების მიცემა. „ოცნებაში“ შიგნით ყველამ უნდა დაიანხოს, რომ მათი ბოსი უკვე კობახიძეა, რომ მერე, როდესაც მტავარი ბოსი ანუ ბიძინა წავა, ახალ ბოსს არავინ აუჯანყდეს.

დაახლოებით იგივე პროცესი უფრო ადრე დაიწყო ეკლესიაში, როდესაც მოსაყდრე შეარჩიეს, პატრიარქი სანამ ცოცხალია, მან ავტორიტეტი უდნა დააგროვოს. ამისთვის მას ხელოვნურად სეუქმენს სასტარტო პირობები, როდესაც მოსაყდრედ დანიშნეს. უბრალოდ, შიოს უფრო ნაკლები აქვს შანსი ვინმე არ აუჯანყდეს, ვიდრე ირაკლის. ბიძინა, როდესაც საჭიროდ ჩათვლის და მას ოფიციალურად გამოაცხადებს მემკვიდრედ, მის ირგვლივ ძალაუფლება უკვე სრულად იქნება კონსოლიდირებული.

ჯერ-ჯერობით ის მოსაყდრეა“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძემერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved