• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აბრუნებს ზელენსკი ელჩს არამეგობრულ ქვეყანაში? – საგარეო წინააღმდეგი იყო – უკრაინული მედია

ალია ავტორი - ალია
19:18 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,043

უკრაინული გამოცემა „Європейська правда“ იუწყება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ემხრობოდა საქართველოში ელჩის დანიშვნას, მიუხედავად ამისა, ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვაგვარად გადაწყვიტა.

4-წლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპეისკა პრავდა“ წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს — ასეთ ვითარებაში ელჩის დანიშვნა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უკრაინის მიერ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება, რისგანაც ოფიციალური კიევი აქამდე თავს იკავებდა და „სტრატეგიულ დუმილს“ ინარჩუნებდა.

გამოცემის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გასცეს რეკომენდაცია, თავი შეეკავებინათ ამ ნაბიჯისგან და პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება დიპლომატიური უწყებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

წყარო, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, გამოცემის ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტისკენ, რომ სლოვენიაში ელჩად მუშაობის გარდა, მიხაილო ბროდოვიჩს აქვს საკონსულო საქმიანობის დიდი გამოცდილება. მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რაც საჭიროა საქართველოში, სადაც ომს გამოქცეული უკრაინელების გარდა, დამატებითი გამოწვევაა, რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია არა პირდაპირ ან ბელარუსის გავლით, არამედ საქართველოს გავლით.

სტატიაში ნათქვამია, რომ კიევს შეეძლო დესპანი ან სპეციალური წარმომადგენელი დაენიშნა, რაც ყაველაშვილისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემას არ მოითხოვდა, თუმცა  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველაზე „მეგობრული“ ვარიანტი აირჩიეს.

„ევროპეისკა პრავდას“ თანახმად, პრეზიდენტის ბრძანება საბოლოო ელემენტი არ არის და კიდევ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება ელჩის გაგზავნის შესახებ.

„ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიევის დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ. ამავდროულად ეს მოითხოვს საპასუხო სიგნალებს, რომელთა გარეშეც ელჩის გაგზავნას აზრი არ აქვს. ჯერ კიდევ უცნობია, გაემგზავრება თუ არა ელჩი თბილისში რეალურად. რადგან ამ დანიშვნაზე საქართველოს საპასუხო ქმედებები, თითქოს განგებ უბიძგებს კიევს, დაამუხრუჭოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, — წერს გამოცემა.

იმის დასტურად, რომ საქართველოს საპასუხო ქმედებები არამეგობრულია, სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ იმედია, კიევმა გადაიაზრა ქართველებისადმი მტრული რიტორიკა; ასევე, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედზე“ გამოქვეყნებული ცნობა, თითქოსდა უკრაინამ გაყიდა გენერატორები, რომლებიც საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.

„ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიევთან დიალოგით დიდად დაინტერესებული არ არის. ღირს თუ არა ასეთ სიტუაციაში თბილისში ელჩის გაგზავნა — ღია საკითხია“, — წერს გამოცემა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved