• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რათ უნდა ორი შვილის მარტოხელა დედას იარაღი?!“ – ქუთაისში პოლიციამ 38 წლის ქალი დააკავა

ალია ავტორი - ალია
15:37 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

პოლიციამ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი დააკავა. სამართალდამცველები ადგილზე სავარაუდოდ, მეზობლებმა გამოიძახეს.

ტვ პირველის ინფორმაციით, რვა პოლიციელი ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინაში უკანონო იარაღს ეძებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს, ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ეჭვობს, რომ ცრუ დასმენა მეზობელმა განახორციელა, რის შემდეგაც, 10-მდე პოლიციელი სახლში შეუვარდათ, სახლი გაჩხრიკეს, დედა დააკავეს, 15 და 5 წლის ბავშვები კი სახლში მარტო დატოვეს.

ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილი. 15 წლის გოგონა შველას არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს სთხოვს.

„ვიღაცამ გააკეთა განაცხადი, სახლში იარაღი არისო, რათ უნდა ორი შვილის, მარტოხელა დედას იარაღი?! 8 თანამშრომელი იყო, ვერაფერი იპოვეს, თუმცა დედაჩემი მაინც გადაიყვანეს. ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში ტიროდა – დედა უნდოდა. 5 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში დედაჩემს 5 წუთით არ მოშორებია. მეორე დღე დაიწყო და არ უნახავს, არავინ გვეუბნება, სად და როგორ არის, დიაბეტითაა დაავადებული.

ყველაფერს მობილურით ვიღებდი, მაგრამ განყოფილების უფროსმა, გიორგიმ ტელეფონი წამართვა, ხელი ამომიბრუნა, ნაკაწრი მაქვს ხელზე. ეს სოც. მუშაკმაც იცის”- აცხადებს 15 წლის მოზარდი.

38 წლის ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ქუთაისის პოლიციაში მედიის კითხვებს არ პასუხობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved