• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკეთესი ოცნება” – რაში არ უნდა გაეჯიბროს გახარია ივანიშვილს და ღარიბაშვილს? – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
23:47 12-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
600

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე:

პოლიტიკური სეზონის დასასრულის მთავარი ინტრიგა მაინც ნიკა მელიას გადაწყვეტილებას და გიორგი გახარიას დიდი დოზით გამოჩენას უკავშირდება. ვერ ვიტყვით, რომ რამე მოულოდნელი ვიხილეთ და მოვისმინეთ, ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი ძვრები შეიძლება გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკური პროცესის დამკვირვებლისთვის, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. ამიტომაც მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ იმ მთავარ სტრატეგიულ შეცდომებზე, რომელსაც შეიძლება უკვე უშვებდეს ორივე პოლიტიკური ლიდერი.

დავიწყოთ ოცნების ყოფილი პრემიერით – გიორგი გახარიათი, რომელიც პოლიტიკური პოლუსების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. არა მგონია, რომ მის ამოცანას ტრადიციული ოპოზიციის ნიშაში თავის დამკვიდრება უნდა წარმოადგენდეს, ამ ნიშის მთავარი მახასიათებელი ოცნებასთან და ივანიშვილთან დაპირისპირების ხანგრძლივობა და სიმწვავეა, რაშიც გახარიას – ნაცმოძრაობისთვის, თუ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება.

მეორეს მხრივ, ყოფილი პრემიერი არც ივანიშვილსა და ღარიბაშვილის უნდა გაეჯიბროს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის აბსოლუტურ მიუღებლობასა და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ – სიძულვილში. იმისთვის, რომ გახარიამ მოსახლეობა დაარწმუნოს – ოცნებაზე უკეთ შეძლებს მიშას ხელისუფლებაში არმოშვებას, მან ნაცმოძრაობის მიმართ რადიკალიზმში ივანიშვილს უნდა გაასწროს, რომელსაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული და პერიოდულად რეპრესიების უზარმაზარ ტალღებს აგორებს ნაცმოძრაობის ლიდერებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ. მიშას მოძულეებს გახარია ამაზე მეტს რაღას უნდა შეჰპირდეს, თუ მის დახვრეტას არა… თანაც, კარგად გვახსოვს – არც 2012 წელს უნახავს ვინმეს გახარია და მისი თანაგუნდელები ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში და კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, არც 2007 წელს, ნაცმოძრაობასთან დაპირისპირების ყველაზე მწვავე პერიოდში, ოპოზიციის ან მათი მხარდამჭერების რიგებში. მეტიც, იმ ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ვინც დღეს გახარიას გუნდშია, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ჩინოვნიკები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობასაც იკავებდნენ და მათი კრიტიკული განცხადება, ან პროტესტის ნიშნად გადადგმული ნაბიჯი არავის ახსოვს. ამის ფონზე, გახარიას მხრიდან იმის მტკიცება, რომ ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის მიმართ გაცილებით ხანგრძლივი და ღრმად ფესვგადგმული მიუღებლობა აქვს, ვიდრე ქართული ოცნების დღევანდელ, ან ძველ შემადგენლობას, არა მარტო ყალბია, არამედ კონტრპროდუქტიულიც და საერთოდ, ოცნების მტრობასა თუ ნაცმოძრაობის მოძულეობაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან გაჯიბრებაზე სტრატეგიის აგებამ ვეჭვობ მის პარტიას შედეგი მოუტანოს.

ჩემი აზრით, გახარიას ელექტორალური სამიზნე ის ხალხია, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს გულშემატკივრობს, უფრო მეტად საჯარო მოხელეები, რომელთაც ცვლილებები სურთ, მაგრამ არა რადიკალური, არც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება სურთ და ამავე დროს ქართული ოცნების ბოლო წლების კორუფციული პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუება და უკმაყოფილება დაუგროვდათ. ოცნების ექსპრემიერმა, ამ მხრივ საკუთარი უპირატესობა უნდა გამოიყენოს და პოტენციურ ამომრჩეველს თავი “უკეთეს ოცნებად” წარუდგინოს. ამისთვის, გახარიას დაჭირდება როგორც ნაცმოძრაობისგან, ასევე ოცნებისგან გარკვეული დისტანცირება, თან ისე რომ ორივეს პოზიტიურ მემკვიდრეობას მიწა არ მიაყაროს. ამავე დროს მისმა გუნდმა უნდა აჩვენოს რომ ევროპული განვითარების ხაზი, დემოკრატიული თანამშრომლობის რესურსი, სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის კვალიფიკაცია და არაკორუმპირებულობა, მათი მთავარი მახასიათებელია.

ორივე პოლიტიკური მოთამაშის სწორი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხებაში და ძნელია მათ წარმატება არ უსურვო. თუმცა, ეს რეალობაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე ვერ მოხდება. რეალობა კი ისაა, რომ სწორი ნაბიჯების შემთხვევაში გახარიას პოლიტიკური ნიშა ნაცმოძრაობის მოძულე და ოცნებით გულაცრუებულ ამომრჩეველში გაცილებით ადვილად მოსაპოვებელია, ვიდრე ქართული პოლიტიკის შუა ფლანგზე ნიკა მელიას პერსპექტივა და მომავალი. დედა პარტიებიდან განდგომილების სტრატეგიაში, გახარიას როგორც ნაცმოძრაობისგან ისე ოცნებისგან სრული დისტანცირება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ისევე როგორც შუა შესაკრებ ოპოზიციურ ნიშაში ადგილის დასაკავებლად მელიას ნაცმოძრაობისგან გამიჯვნაა აუცილებელი და პრინციპში შემდგარი ფაქტი, თუმცა სრულიად არასაკმარისი თუ ის სააკაშვილისგან ბოლომდე და მკაფიოდ არ დისტანცირდა.

“უკეთესი “გრეჩიხა” – “ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს” – გიორგი თარგამაძე

თეგები: გიორგი გახარიაგიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved