• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში ადანაშაულებენ ირაკლი გილაურს – ბრიტანულ–ქართულ აკადემიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:29 03-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,082

„კეთილაძე, გამოდი!“ – სკანდირებდნენ დილის 8 საათიდან ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის დირექტორად დანიშნული საკუთარი წარმომადგენლის გიორგი კეთილაძის მისამართით. აქციის მონაწილეები ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის მენეჯმენტში უხეშ ჩარევას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას, რომელიც კოლას დაარსების დღიდან უდგას სათავეში. “ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას”, “BGA ოკუპირებულია”, “იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება”, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღჭურვილი დემონსტრანტები თავის მოთხოვნებს სკოლასთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გამოხატავდნენ. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან.

სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორის ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ გილაური ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.

ბრიტანულ–ქართულ აკადემიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ცეცხლაძე GBC-სთან ამბობს: “ჩვენ ვაპროტესტებთ სკოლის არალეგალურ ოკუპაციას გიორგი კეთილაძის, ირაკლი გილაურის და ლევან დადიანის ამ ქმედებებს, რომლებიც სკოლაში შეიჭრნენ ერთი კვირის წინ, თან ისე, რომ დაცვის სამი თანამშრომელი დააშინეს, სახლებიდან წაიყვანეს პოლიციაში, პოლიციამ მათ მოსთხოვა სასწრაფოდ დაერეკათ დაცვის სხვა თანამშრომლებისთვის, რათა დაეტოვებინათ სკოლა და შეეშვათ “საქართველოს კაპიტალის” ახალი, უცნობი ე.წ.დაცვა. ისინი ბოლო ერთი კვირაა სკოლაში არიან არალეგალურად“.

ლუკა ცეცხლაძის თქმით, გიორგი კეთილაძე გახდა სკოლის „თვითმარქვია დირექტორი“.

„სკოლაში არის არეულობა. ამ სკოლამ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ჩემთვის, ახლა მე ვსწავლობ ამერიკაში, ხუთი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში, როცა ეს ამბავი გავიგე. ამ სკოლის, ბრიტანულ–ქართული აკადემიის გარეშე, მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. ჩემი მოლოდინი არის, რომ იმედია ხალხი შემოგვიერთდება, ეს რაც ხდება არის უდიდესი უსამართლობა, ამ მოქმედებით ბაღის ბავშვებიც შეაშინეს და ძალიან გვინდა, რომ საბოლოოდ ეს ამბავი დასრულდეს ისე, როგორც დასრულდებოდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში”, – აღნიშნა ლუკა ცეცხლაძე.

სკოლის ინვესტორ კომპანიას უსამართლობაში ადანაშაულებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე პაპუნა მჟავანაძე, რომელიც ასევე ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულია.

„უსამართლოდ წაართვეს სკოლა, უსამართლოდ მოხდა დირექტორის გადაყენება და თავიანთი დირექტორის მოყვანა. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა, ესეც უსამართლობაა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდება. სკოლა უნდა დაუბრუნდეს იმას, ვინც დააფუძნა, ვინც სამართლებრივად ფლობს და არ უნდა წაერთვას მას ასე უსამართლოდ და ამ უსამართლობაზე ხმა უნდა ამოვიღოთ და არ უნდა გვაჩუმდეთ, რადგან დღეს თუ ისინი  მოვიდნენ ჩვენამდე, ხვალ შეიძლება ნებისმიერ ბიზნესმენს მიაკითხონ“, – აცხადებს პაპუნა მჟავანაძე.

აქციის მონაწილეები თავის განცხადებაში ირაკლი გილაურს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის ოკუპანტად“ მოიხსენიებენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ურჩევენ, ახლა მაინც შეასრულოს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

(R)

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved