• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ“

ალია ავტორი - ალია
19:21 01-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე  ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს:

რამხელა აჟიოტაჟია თიბისის საქმეზე. მოგვიანებით დავწერ ამ თემაზე, მაგრამ მანამდე ორ კითხვას დავსვამ:

1️⃣ ბანკის კრედიტ ოფიცერი თქვენ რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში და შემდეგ თქვენგან ისესხოს იგივე თანხა და გაუგოს ბანკმა, ბანკი იტყვის რომ დანაშაული არაა ჩადენილი, თუ როგორც მინიმუმ თაღლითობად ჩაუთვლის და გააგდებს მგლის ბილეთით?

2️⃣მცირე ხნის შემდეგ, კრედიტ ოფიცერი რომ დაგეხმაროთ და ბანკს დაუმტკიცოს თქვენი ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს ეს ვალი, ამავე დროს თქვენგან უკან ნასესხები თანხაც არ დააბრუნოს, რა კვალიფიკაციას მისცემს ბანკი, როცა ამ სქემას გახსნის?

დაახლოებით იგივეა ეს საქმე. გულახდილი პასუხები გაეცით. დანარჩენს მოგვიანებით.

ჰო, ახლა რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ. ეს დაახლოებით იგივეა განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობა რომ დაგიმტკიცდეს და ამბობდე, ის ვერ დამიმტკიცეთო?!◾ფულის გათეთრების ნაცვლად, დაუმტიცდათ ფულის გაშავება.

გიგი უგულავა, თავისი აღიარებულ-დამტკიცებული 48 მილიონით და დავით ბაქრაძე, დანა-ჩანგლებით და შემთხვევით აღმოჩენილი არადეკკლარირებული კოლოსალური თანხებით (ზუსტად არ მახსოვს, მილიონ ლარამდე იყო), სჯობს გაჩუმდნენ, ასეთ საქმეებზე. მხოლოდ უარესად ძირავთ.

ველოდები გასაჩივრებებს ყველა ინსტანციაში და საბოლოო განაჩენს. თუ ამ ბრალდებაში, ანუ თაღლითობაში თავი ვერ გაიმართლეს, ბანკირებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დანაშაულია.

თუმცა, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, ამაზე უკეთეს განაჩენს როგორ დააყენებენ, როცა თავად ბანკს აღიარებული აქვს ეს დანაშაული და 1,1 მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადა. პარალელურად ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაყვანა მოხდა.

ავვთო წერეთელი ამბობს, ხელი არაფერზე მომიწერიაო, ანუ მისი კომპანიების ხელმძღვანელებს აბრალებს? მამუკა ხაზარაძე კი მუდმივად აცხადებს, ჩემი მეგობარი წერეთლისგან ვისესხეო.

ამ ბრიფინგზე წონიანი პოლიტიკოსები რომ უმაგრებთ გვერდს, ნუ, ერთს ეხება, პრინციპში, პასუხისმგებლები ხართ რომ დანაშაული, ანუ თაღლითობა არ ჩადენილა? ასევე, თუ ყველა სხდომაზე დადიოდნენ, განაჩენს რატომ დაელოდნენ პარტიის ოფისში?

ციხე არავისთვის მიხარია. მით უმეტეს, ეკონომიკურ თემებზე, მაგრამ როცა ასეთ რეზონანსს აძლევენ, უბრალოდ ვმსჯელობთ.

დეტალურად და მარტივი ენით, მოგვიანებით“ – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved