ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემულ ტყესთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ეს რაღაც კონკრეტული ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე ხეა”.
“რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე. ეს არის მოკლედ დეტალებთან დაკავშირებით და აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ რაღაცა თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ”, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრის ცოლს ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა.














კომენტარები