• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ვიზამთ, ომია! ასეთი “კარგი” შეცდომებიც ხდება!” – ბუკა პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:12 06-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:

“აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #bუკაdეილიnიუსი თვის ყველაზე სასიხარულო “ინფორმაციის შესწორება” გვაქვს დღეს: ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია ცოცხალია!!!!!!! სიამოვნებით ვიხდი ბოდიშს გუშინ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო! არავის ვაბრალებ! რას ვიზამთ, ომია! ასეთი “კარგი” შეცდომებიც ხდება!
გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა ხერსონში და პირადად გაეცნო ადგილზე საევაკუაციო სამუშაოებს! მისი ჩასვლიდან ცოტა ხანში ნაძირალა ურდომ დაბომბა ევაკუაციის ადგილები, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა და 1 ადამიანი დაიღუპა! რუსეთი არის ტერირორისტი სახელმწიფო და პუტლერი არის ტერორისტი ნომერ 1 მსოფლიოში!
ნაძირალა პუტლერმა თვითონ ცხადია ვერ გაბედა ადგილზე ჩასვლა და თავისი ურდოსიკებისთვის მოსაკითხი ბარათების გაგზავნით დაკავდა, თავის მაგივრად კი ადგილზე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კიდევ ერთი ნაძირალა კირიენკო გაგზავნა.
პრეზიდენტი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო დახმარების მისაღებად როგორც კონტროლირებად, ისე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ელაპარაკებიან მაგალითად, რომ მარცხენა სანაპიროზე მაინც ჩაერთონ სამაშველო ოპერაციებში, თუ ურდო მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს;
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხმა ამოუღია ეკოაქტივისტ გრეთა თუნბერგს, დოუგმია რუზეთის ტერორისტული ქმედება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებია; ზელენსკიმ ამ ტვიტზე მადლობის ტვიტით უპასუხა.
რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, წყლის დონე კრიტიკულ 12.7 მეტრზე დაბლა ჩავიდა. შესაბამისად, პრობლემები იქნება მოსახლეობის და ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის წყლის მომარაგების თვალსაზრისით;
ურდო ძალიან მაგრად მუშაობს პროპაგანდისტული მიმართულებით. გინდათ გითხრათ ჩემი აზრი რისი ბრალია ეს? დასავლეთის წაფორხილების – ნეიტრალური შეშფოთების გამოთქმა და ნწუ, ნწუ, ნწუ ეკოციდი ძალიან ცუდია იყო სიგნალი ურდოს პროპაგანძიისთვის, რომ ამოექოქათ ბოლომდე თავისი გაღმა გაედავე, გამოღმა ვერ შემოგედავება პოლიტიკა. ურდო თავხედურად აწვება, რომ ჰაიმარსებით ბომბავდნენ უკრაინელები დამბას, უტიფრები.
მაინც დადასტურდება, რომ ურდოს ჩადენილია ეს დანაშაული. დაიწევს წყალი და გამოჩნდება ყველაფერი.
გუშინ ღამე ისევ იყო სარაკეტო თავდასხმა. კიევის, დნეპროს და ხარკოვის მიმართულებებზე ისევ დიდებულად იმუშავა ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვამ, აფეთქება იყო მხოლოდ ჩერკასის რეგიონის უმანის ოლქში. დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და ავტოსამრეცხაო. ჯამში – 8 მძიმე დაშავებული.
მანამდე ჩვენებმა დაუბაბანეს დღისით ლუჰანსკს. 3 მსხვილი საწარმოო ობიექტი აუფეთქეს ურდოს, რომელიც გადაკეთებული იყო შეიარაღების საცავად და ურდოს ცოცხალი ძალის სადგომად; გუშინ ღამე კი ბერდიანსკში დაუბავოვნეს ჩვენებმა. გავიგებთ მალე შედეგებს;
მოკლედ, ყველას ეჩქარება გამოცხადება, რომ დიდი კონტრიერიში დაიწყო, მათ შორის დასავლურ ავტორიტეტულ მედია საშუალებებსაც. მერე უწევს ჩვენების გენშტაბს ამის უარყოფა!
დიახ, ზაპოროჟიეში სერიოზულად მუშაობს არტილერია და სარაკეტო კომპლექსები, არის ადგილები, სადაც ჩვენებს აქვთ გარღვევები ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არის დაზვერვები ბრძოლით, თუნდაც მძიმე ტექნიკის მონაწილეობით, მაგრამ მაინც არის ნიადაგის მოსინჯვა. ჩვენ თუ ველოდებოდით კონტრიერიშის დაწყებას, ურდოც ემზადებოდა თვეების მანძილზე. ასე რომ, საჭიროა მოთმინება! რეალურად გაააცილებით უფრო ხმაურიანი და ეფექტური ინფორმაციებით გავიგებთ, რომ შეტევა დაიწყო;
აი რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, ფლანგებზე ჩვენები აგრძელებენ წინსვლას. ჩრდილოეთით ბერხივკას წყალსაცავის და დასახლების მიდამოებში იღებენ ჩვენები მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტებს, სამხრეთით კი კლეშჩეევკასთნ იუმჯობესენ პოზიციებს. უფრო მეტიც, ბახმუტის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. თვითმფრინავის მონუმენტის მიდამოებში მაგრდებიან ჩვენები. ურდოს მხრიდან წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ ჩვენები მაგრად მუშაობენ და ანადგურებენ ურდოს სპეც.რაზმელებს; გარდა ამისა, საერთოდ დაეცა ურდოს შეტევის ტემპები მარინკას მიმართულებით, ხოლო ავდეევკაზე პირიქით დაცვაში გადაიყვანეს ჩვენებმა ურდოსები; კუპიანსკის, სვატოვოს და კრემინას მიმართულებებზე ძირიტადად პოზიციური ბრძოლები იყო!
გუშინ უკრაინის საგარეო მინისტრს დმიტრო კულებას ჰქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. განიხილეს ვითარება აფეთქებული ჰეს-ის ირგვლივ; იმსჯელეს ვლინიუსში ნატოს სამიტის შესაძლო გადაწყვეტილებებზე და ბოლოს – აშშ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს ახალ, 2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის! ამასობაში ამერიკელმა კონგრესმენებმა მიწერეს პრეზიდენტ ბაიდენს წერილი, რომლითაც ითხოვენ უკრაინისთვის ატაკამსის რაკეტების გადაცემას. მწიფდება საკითხი, მწიფდებაა! უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს კარგი არგუმენტი აქვს ამასთან დაკავშირებით: უკრაინამ დაიწყო 1000 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების სამამულო წარმოება, ასე რომ აშშ-ს ადმინისტრაციას აღარ უნდა ჰქონდეს “კომპლექსი”, რომ მაინცდამინც მის მიერ გადაცემული რაკეტებით მოხდება მტრის პოზიციების შორ მანძილზე, უფრო ზუსტად კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვა. ჩვენითაც შევძლებთ! რა მაგის პასუხია და ბრიტანული შტორმ შედოუს რაკეტები კი გამოდგა მართლაც ძალიან ეფექტური!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ამოისუნთქე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია დაემხობა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”

 

თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved