• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ვაკეთებ და ლობიოს ვხარშავ… თქვენნაირები მიშლიან ხელს” – მესტიის მერი

ალია ავტორი - ალია
17:42 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დენზე შექმნილი პრობლემა მუნიციპალიტეტში დამონტაჟებული მაინერების სიმრავლეს უკავშირდება.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მაინერების მეპატრონეები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან და სწორედ ამიტომ არ ხდება უკანონოდ დამონტაჟებული მოწყობილობების ამოღება. 

კომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯიას” განმარტებით, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. მესტია კი მაინერების გამო 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, რის გამოც ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთვს ვერ უძლებს.

პრობლემას ადასტურებენ მესტიის მერიაშიც. მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, მოწყობილებების ამოსაღებად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

“ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, იმათ აქვთ ის [მაინერები]. კანონი არ მიშვებს და მუშაობენ იმაზე, რომ კანონი მიიღონ და შესაძლებელი გახდეს მაგის ამოღება. თუ ჩვენი მოსახლეობა მიხვდება იმას, რომ  მაინერი უნდა გამოვრთოთდა ვიქნებით სითბოში, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა და მიიღებენ ზომებს და ამოიღებენ მაინერებს”, – თქვა ჟორჟოლიანმა.

კითხვას, თავად რას აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად, ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა: “მე ლობიოს ვხარშავ. რას ვაკეთებ და 24 საათი ვმუშაობ ხალხთან რომ ეს მაინერები გამორთონ. [შედეგი რომ მაინც არ არის?] იმიტომ რომ თქვენნაირები გვიშლიან ხელს”.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონს, ენერგოკრიზისი ემუქრება, რასაც შესაძლოა, ტურისტული სეზონის ჩავარდნაც მოჰყვეს. პარალელურად პრობლემები ექმნებათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved