• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვება „ალიას“ სენაკელი მამაკაცი, რომელიც 13 დღეა, დედას არ ასაფლავებს – რას ითხოვს გოგიების ოჯახი?!

ალია ავტორი - ალია
21:30 06-08-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ავტორი ნანა სულავა

სენაკში მცხოვრები რამაზ გოგიას ახლობელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მე-13 დღეა გოგიების ოჯახი გარდაცვილ დედას შეგნებულად არ ასაფლავებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ინეზა ალანია-გოგია კოვიდით არ გარდაცვლილა. ისინი ითხოვენ გარდაცვლილის ისტორიას და ექსპერტიზის დასკვნას.  მანამდე კი, სანამ დედის გარდაცვალების ნამდვილ მიზეზებს არ გაარკვევენ, ინეზა გოგიას არ დაასაფლავებენ. 

„ალია“ დაუკავშირდა გარდაცვლილ ინეზა ალანია-გოგიას შვილს, რამაზ გოგიას და მასთან საუბარი მობილურზე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე.

რამაზ გოგია:

-მეცამეტე დღეა, უკვე მიცვალებული სახლში გვყავს. ყველა შესაბამის სახელმწიფო სამსახურს მივმართეთ, ჟურნალისტებს, საქართველოს ყველა ტელევიზიას, მაგრამ თითქოს მოლაპარაკებულებივით, პირი შეკრესო, არ გვეკარებიან. ჩვენი მდგომარეობით არავინ დაინტერესდა, მხოლოდ ორიოდე დღის წინ იურისტები და მიკრობიოლოგები დაინტერესდნენ. ყველაფერი ასე დაიწყო: დედას წინა დღეებში სიცხე ჰქონდა 37,5. წინა დღეებში კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ შემდეგ ცუდად შეიქმნა და დავურეკეთ სენაკის სასწრაფოს. ის ორმოცი წუთის შემდეგ მოვიდა, სახლში თეთრხალათიანი ახალგაზრდა ქალი ფიქრია ახალაია შემოვიდა და განგვიცხადა, რომ სენაკის კლინიკაში ჰქონდათ ადგილები. შემდეგ ეზოში გავიდა, ეტყობოდა, თავის უფროსებს დაუკავშირდა. ვის ელაპარაკა, არ ვიცით, მაგრამ დედა სენაკიდან გადაიყვანეს აბაშის „სენამედის“ კერძო კოვიდ კლინიკაში. სინჯი სასწრაფოს მანქანაში აუღო გია თოლორდავამ, ხოლო ტესტი ჩაუტარდა „სენამედში“. დაადგინეს კოვიდი, მაგრამ პაატა ჯიქიძემ, ვინც ტესტი ჩაუტარა, მოგვატყუა. მერე კი თავი იმართლა ჯიქიძემ, მე რა შუაში ვარ, ტესტი ჩაატარა ხოშტარიამო. ვხვდებით ხოშტარიას. ის გვეუბნება, ტყუილი გითხრათ პაატა ჯიქიძემო და ასეთ გაურკვევლობაში ვართ მთელი ოჯახი და დედა კი – პანიკაში. ისიც გვითხრა, დაანებეთ თავი, ჯალათებთან მოვხვდიო. მთავარი დეტალი არ მინდა გამომრჩეს. სანამ მივიდოდით სენაკიდან აბაშაში,  სასწრაფოს ეკიპაჟს დედასთან ერთად გავაყოლე ჩემი დისშვილი, მე კი მანქანაში საწვავი ჩავასხი, თანხა ავიღე და სასწრაფოს მანქანას უკან გავყევი. ბავშვი გზაზე ჩამოაგდეს.

რატომ?

– სწორედ ესაა გასარკვევი. მანქანა თავიდან ისე სწრაფად მიჰქროდა, მე ვეღარ დავეწეოდი. მერე ისე შეანელეს, რომ დავეწიე. სასწრაფოს მანქანას ოთხი ეკიპაჟი მიჰყვებოდა. სასწრაფოს ექიმებს ვეუბნები, რატომ ჩამოაგდეთ ბავშვი და რატომ იარეთ ასე ნელა-მეთქი, მაგრამ მძღოლმა არ მიპასუხა. აბაშის კოვიდ საავადმყოფოში კი არავინ შემიშვა. დედა იქ თავისი ფეხით შევიდა, ჩვეულებრივად მოძრაობდა. ეს ვიდეოთვალსაც დაფიქსირებული აქვს. ამის შემდეგ ჩემი მამიდა მარია გოგია ტელეფონით ვიდეოზარით უკავშირდება დედას, რა დროსაც ყველაფერი გადაღებულია, დედას ექიმი თუ ექთანი, არ ვიცით, მარჯვენა მკლავზე უკეთებს ნემსს. დედა ტელეფონზე ლაპარაკობს და თან წვეთოვანი უდგას. ამ დროს ნემსის გაკეთება არ შეიძლებოდა. მამიდა ეკითხება, რა ნემსი გააკეთეთო, აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე. მამიდაჩემი ეუბნება დედას, დამანახე ეს ქალი, ვინც ნემსი გაგიკეთაო. დედა ატრიალებს ვიდეოთვალს, მაგრამ ვინც ნემსი გაუკეთა, ის თავს არ ანახებს და გარბის ადგილიდან. ამის შემდეგ მამიდაჩემი ურეკავს ჩემს დას ირმა გოგიას ხაბაროვსკში, სადაც ის უკვე ექვსი წელია ცხოვრობს. მამიდა ეუბნება ყველაფერს და მამიდაჩემის შემდეგ დედაჩემს ურეკავს ჩემი და. თავიდან მასთან საუბრის დროს დედა კარგად იყო, მაგრამ 4-5 წუთში ცუდად ხდება. და დედა ეუბნება ჩემს დას, რაღაც სივრცე იბერება, თითქოს ასეთი წარმოდგენა მაქვსო. ამის შემდეგ დედა ითიშება. ტელეფონი უვარდება ხელიდან. ექიმები შემოდიან და გაყავთ გათიშული დედა. ჯერ კიდევ ცოცხალი 11 მაისს გადაყავთ ქუთაისში კოვიდკლინიკაში ჩხობაძის 16-ში, სადაც 26 მაისამდე დაჰყო. მაგრამ როცა ჩემი და 21-ში მივიდა, ფაქტობრივად ის ცოცხალი აღარ იყო, გაყინული იყო, თუმცა აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.  ქუთაისის კლინიკაში მე დედას ტელეფონით ვუკავშირდებოდი ხოლმე, მაგრამ მერე მას ნარკოტიკული საშულებების ზემოქმედებით  აზროვნება ხელოვნურად დაუკარგეს. ხოლო 26-ში გვითხრეს გარდაიცვალაო, სინამდვილეში 26 დედა უკვე გარდაცვლილი იყო. მიცვალებული ჩვეულებრივად გამოგვატანეს. ჩაცმაში ვინც გვეხმარებოდა, გვითხრეს, ეს ქალბატონი სამი დღის გარდაცვლილიაო. ვითხოვთ დადგინდეს სიკვდილის მიზეზი. რა ნემსი გაუკეთდა მას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესება. ის ქუთაისის კლინიკაში საწოლზე იყო მიბმული, ამის ნაკვალევი ხელებზეც ეტყობა და ფეხებზეც. დაველაპარაკეთ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს, რომელიც შეგვპირდა, ჩავერთვებიო. მე უნდა დავადგინო დედის გარდაცვალების ზუსტი თარიღი და ზუსტი ექსპერტიზა უნდა გადმომეცეს 5 ეგზემპლარად დადებული და როგორც კი ნივთმტკიცებები გადმომეცემა, მეორე დღესვე დავასაფლავებ დედას.

ამ ინტერვიუს შემდეგ „ალია“ დაუკავშირდა ჯანდაცვის პრესცენტრის უფროსს ნინო მამალაძეს და კომენტარი ვთხოვე, გვაინტერესებდა, რა რეაგირება მოახდინა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ფაქტზე.  მამალაძემ, მე კორონა მაქვს ახლა, ცუდად ვგრძნობ თავს და სამსახურის ზარებს ვერ ვპასუხობ, პრესცენტრის თანამშრომელს ნინო ტალახაძეს დაუკავშირდითო.

ამის შემდეგ დავუკავშირდი ნინო ტალახაძეს და მას ვთხოვე კომენტარი. მან კომენტარზე უარი განაცხადა, ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული ვარ, მაგრამ ოფიციალურად მოგვწერეთ და გიპასუხებთო. რა თქმა უნდა, წერილობით აღარ მიმიმართავს, რადგან 10 დღე პასუხს ფიზიკურად ვერ დაელოდება გოგიების ოჯახი.

სულ ცოტა ხნის წინ კვლავ დამიკავშირდა გარდაცვლილის შვილი, რამაზ გოგია და ასეთი რამ მითხრა:

– მადლობა მინდა ვუთხრა „ალიას“. თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ თითქმის ყველა ტელევიზიიდან დაგვიკავშირდნენ, რადგან თქვენი სტატიის გამოქვეყნებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალიას“ მივეცი ინტერვიუ. 

სენაკში ოჯახი მიცვალებულს მე-13 დღეა არ ასაფლავებს – რას ითხოვს ოჯახი?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved