• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვება „ალიას“ გათავისუფლებული კახა კუკავა: „როცა ადამიანს პირუტყვის მდგომარეობაში, ღია ცის ქვეშ აგდებ, ის ან ცხოველი ხდება, ან აჯანყებას იწყებსო“

ალია ავტორი - ალია
18:19 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,254

ნანა სულავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე წინა კვირას ლოტკინზე მაშინ დააკავეს, როცა ის მივიდა ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესის შესაჩერებლად. ამ დროს პოლიციამ ხელი სტაცა და ხელების გადაგრეხვით მანქანაში ჩააგდო. თავისუფლება აღუკვეთეს, თუმცა მეორე დღესვე გამოუშვეს. გათავისუფლებულმა კახა კუკავამ „ალიას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

–  კახა, რა მოხდა, გვიამბე. ასე აგრესიულად რატომ დაგაკავეს?

–  დიახ, ეს იყო სანიმუშო დასჯა, რომ ქართველ საზოგადოებას დაანახონ, თუ არ იქნებით ჭკვიანად, ასე მოგექცევით ყველასო. მერე რა, თუ 120 ათასის ღირებულების საცხოვრებელ სახლს 10 ათასში წაიღებს მევახშე იპოთეკარი. ასეთი ადამიანების ბედი არ აინტერესებს „ოცნებას“. თუ კანონში ცვლილება არ მოხდა, ეს პროცესი შეუქცევადია და მოსახლეობის უმრავლესობა ქუჩაში აღმოჩნდება. მე ძალიან ცუდად მომექცნენ, მაგრამ არსენ ნადირაძის ოჯახის  გამოსახლება შეჩერდა. ისინი ვერ შევიდნენ სახლში. ამ კონკრეტულმა ფაქტმა შედეგი გამოიღო. პროტესტის მუხტი აუცილებლად გაიზრდება. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს გამოსახლების აკრძალვას, ითვალისწინებს ნულოვანი აუქციონის აკრძალვას და პროცენტების ზედა ზღვრის დაწესებას. ეს ინიციატივა უკვე გახმოვანდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან რეაქცია იყო საშინელი, ვინაიდან მევახშეების უკან დგას თავად ხელისუფლება. ჯერ კიდევ 2013 წელს პარლამენტმა განიხილა გედი ფოფხაძის ინიციატივა: გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესება, რომელიც ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, მაგრამ მიღებული კანონი გააუქმეს ივანიშვილის მოთხოვნით.

–  ივანიშვილს რაში აწყობდა ამ კანონის გაუქმება?

–  შეიძლება ვიღაცამ თქვას, პოლიტიკურად არალოგიკურიაო, მაგრამ ხალხის ძარცვის უკან ყველაზე დიდი მოთამაშე არის ბიძინა ივანიშვილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიკროსაფინანსოების უკან დგას ბანკები, ბანკების უკან კი – ივანიშვილი და კიდევ ბევრი სხვა ოლიგარქი. ეს პროცესი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან დაიწყო. კუპონების პერიოდში ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ქონება, გაძარცვეს მთელი ქვეყანა და ძარცვას სახელმწიფო ენაზე პრივატიზაცია დაარქვეს. ახლა იგივე ხდება. ვითომ აღსრულება დაარქვეს და აღსრულება ოფიციალურად არის ძარცვა. აბა, რა ჰქვია 120 ათასის ღირებულების ქონებას 10 ათასში რომ მიითვისებ? ივანიშვილი აგრძელებს შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკურ ხაზს.

–  კახა, კარგად მახსოვს, საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბინის საკუთრების უფლება და ეს უფლება ხელშეუხებელიაო. შევარდნაძემ კი კონსტიტუციაში ეს მუხლი ამოაღებინა…

–  რა სწორად გაიხსენეთ! ერთადერთი მთავრობა იყო გამსახურდიასი ეროვნული მთავრობა, როცა კონსტიტუციაში ეწერა ბინის საკუთრების უფლება. სხვა დანარჩენი მომდევნო მთავრობები გამოხატავენ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს. ამიტომაც იყო, რომ ანტიკონსტიტუციური გადატრიალების  შემდეგ, როცა 2 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაცია დახვრიტეს, სიგუამ ხელოვანებს, ვინც ტელევიზიის წინ და სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე იდგნენ, დამსახურებისთვის პრესტიჟულ ადგილებზე მუქთად ბინები გადასცა, საბაზრო ფასიც კი არ გადაუხდიათ. აი, იმ დროიდან დაიწყო ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკა, რომელიც შემდეგ გააგრძელა სააკაშვილმა და ივანიშვილმა. მიზანმიმართულად ხდება ხალხის უკიდურესი გაღატაკება. გადახედონ ისტორიას. როდესაც რუსეთის იმპერიაში პირდაპირ შევარდნენ უსახლკაროები მდიდრების სასახლეებში. ისინი ამბობდნენ, ჩვენ ამათმა გაგვძარცვეს და ჩვენც დავიწყებთ ამათ ძარცვასო. ნუ დაავიწყდებათ ისიც, რომ უკიდურესი გაჭირვების დროს გაღატაკებული ადამიანები იწყებენ აჯანყებას. ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა თქვა: როდესაც ადამიანს პირუტყვის მდგომარეობაში, ღია ცის ქვეშ აგდებ, ის ან ცხოველი ხდება, ან აჯანყებას იწყებსო. ჰოდა, ახლა გადაწყვიტოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა, მიიღოს მომთაბარე ცხოველები თუ მაგათ სასახლეებთან მომხდარი აჯანყებები. და მერე იძახონ, რატომ არის ხალხი „ოცნებაზე“ უკმაყოფილოო.

–  კახა, ეს ბრძოლა, რომელშიც ახლა თქვენ ჩაებით, გადაიზრდება თუ არა საერთო სახალხო მოძრაობაში?

–  არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდოს. თუ გვინდა, მომავალი ჰქონდეს ქართველ ხალხს, ჩვენ იძულებული უნდა გავხადოთ, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაასრულოს მევახშეობის პარპაში. საზოგადოების მიზანმიმართულად დაყოფა ღარიბ-ღატაკებად და მათი უსახლკაროებად ქცევა, რაც იწვევს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის გადინებას. მევახშეები ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნითაც სჭირდება. ამიტომ იზრდება და იზრდება მათი რიცხვი. რეჟიმი მას იარაღად იყენებს. დღევანდელი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას „საქართველო ქართველების გარეშე“. ამიტომ ჩვენი სოციალური პროტესტი იქნება ოლიგარქიისა და მათ სამსახურში მყოფი მევახშეების წინააღმდეგ. დააკვირდით, ივანიშვილი ზუსტად იმ ეკონომიურ და ფინანსურ პოლიტიკას ატარებს, რასაც ატარებდა შევარდნაძე და სააკაშვილი. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ „ოცნებამ“ უცვლელად დატოვა 2011 წელს სააკაშვილის მიერ მიღებული თავისუფლების ქარტია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ოლიგარქიული ქარტია. მან ასევე უცვლელად დატოვა 2011 წელს მიღებული „ეკონომიკური თავისუფლების კანონი“, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „ოლიგარქებისა და მევახშეები პარპაშის კანონი“. ისინი ერთმანეთს რომ აგინებენ, ეს არაფერს ნიშნავს. ამ ურთიერთმონაცვლე რეჟიმების პოლიტიკა მხოლოდ ოლიგარქებსა და მევახშეებს ემსახურება.

–  თქვენს დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოიტანა?

–  პარასკევს იქნება განხილვა. შეგატყობინებთ. სავარაუდოდ, დამაჯარიმებენ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. უახლოეს დღეებში გაიმართება ორგანიზებული საპროტესტო აქცია. ყოველი მეორე ადამიანი ქვეყანაში მევახშე იპოთეკარისგან არის გაძარცვული და ეს უნდა შეჩერდეს. ამისათვის ერთი კახა კუკავას ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებს. უნდა დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ და შედეგსაც მივიღებთ.

“კახა კუკავაც დააკავეს… თავი არტყმევინეს მანქანაზე, ამათი სისტემის დედა მოვ@@ან” – ვიდეო

თეგები: კახა კუკავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved