• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას წერს ომბუდსმენის აპარატი კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე?

ალია ავტორი - ალია
18:04 09-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,195

სახალხო დამცველის აპარატი მელიქიშვილზე მომხდარ დაპირიეპირებაზე განცხადებას ავრცელებს/

“8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირება მოხდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პირებს შორის. საგულისხმოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, მათთვის ტელეფონების წართმევისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. გარდა ამისა, ძალადობის ადრესატები, სავარაუდოდ, გახდნენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიც.

უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.

შეკრების თავისუფლება თავის თავში მართალია მოიცავს პროტესტის გამართვის ადგილის არჩევის უფლებასაც, თუმცა, უფლების რეალიზებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა უფლებებისა და საარჩევნო შტაბის საქმიანობის მომეტებული შეზღუდვა. ამდენად, სახალხო დამცველი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, მომავალში აქციის იმავე ლოკაციაზე (მელიქიშვილის გამზირი) გამართვის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების განხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს (ქართული ოცნება) საარჩევნო შტაბის მუშაობას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს ადგილზე სამართალდამცავების საკმარისი რაოდენობის მობილიზება, მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთისკენ მიმართული დროული ღონისძიებების გატარება და შეკრების მონაწილეებსა და ადგილზე შეკრებილ სხვა პირებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა.

საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა.

ასევე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ დამამცირებელ, დამაკნინებელ და სტერეოტიპულ გამონათქვამებს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ხელისუფლების ისევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ქალების მიმართ ამგვარი გამონათქვამების გამოყენებისგან.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი“, – წერია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved