• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას სთავაზობს სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას?

ალია ავტორი - ალია
14:30 04-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,ჩემი წინადადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის

საქართველოს 2012 წლიდან მართავს კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც გადაიზარდა სუფთა რუსულ დიქტატურაში.

რუსებმა სპეცოპერაციის გზით ივანიშვილი მოიყვანეს ჩემს მოსაშორებლად, საქართველოს წარმატებული განვითარების შესაჩერებლად, ქართველი ხალხის მონობაში დასაბრუნებლად და ჩვენი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითის დისკრედიტაციის მიზნით. იმის შემდეგ რუსული რეჟიმი ჰიბრიდულად მუშაობს ყველა ამ მიზნის მისაღწევად.

ფაქტი ჯიუტია – მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის ნაციონალური მოძრაობა, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას.

ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება. მათ შორის, ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი პარტიის ფუნქცია და ბრძოლის მეთოდები. ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება და დემოკრატიის დაბრუნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ახლა მიმართულია ჩვენი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან მთლიანად მოშორებაზე და ამის შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ ამის პარალელურად თვითონ ნაციონალური მოძრაობის შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონები.

პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით.

ასეთი გზით მივიღებთ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს – საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე, შიდა საკადრო საკითხებიც გადაწყდება მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით. ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია.

ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავის იდეებს. ამავე დროს პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით.

ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს, როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამავე დროს ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომლის კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში.

საქართველოს შემდგომი არსებობაც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა.

და კიდევ, ორგანიზაციული საკითხები: პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად ვთხოვ თიკა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით. რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნაა, რომ ეს წინადადებები დეტალურად განვიხილოთ პარტიის აქტივთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე აუცილებლად საჭიროა პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრების და ურთიერთქმედებების მუდმივი ლოკაცია.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved