• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

ალია ავტორი - ალია
15:36 02-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

ძველი მეთოდებით და მოძველებული ტექნიკით თითქმის შეუძლებელია 21-ე საუკუნის სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანი იყო და მიწის სრული პოტენციალი გამოიყენო. საჭიროა ახალი ტრაქტორის ყიდვა, სათბურის აშენება, სამაცივრე სისტემის გამართვა და სხვა მრავალი რამ, რაც სოლიდურ თანხებს ითხოვს. ამ ხარჯებთან მარტო გამკლავება ფერმერისთვის რთულია, მაგრამ სწორი პარტნიორისა და საჭირო თანხებზე წვდომის შემთხვევაში – სავსებით რეალურია.

კრედო ბანკი აძლევს ფერმერებს შესაძლებლობას, სახელმწიფოს თანამონაწილეობით ისარგებლონ შეღავათიანი აგრო კრედიტით. ეს არ არის ჩვეულებრივი სესხი – როდესაც სახელმწიფო პროგრამაში ერთვები, საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. მარტივად რომ ვთქვათ: ფერმერი იღებს საჭირო თანხას მეურნეობის გასავითარებლად, მაგრამ იხდის ბევრად ნაკლებს ვიდრე სტანდარტული სესხის შემთხვევაში გადაიხდიდა.

კრედო ბანკს აგრო მეურნეობაში ჩართულ სექტორთან პარტნიორობის დიდი გამოცდილება აქვს. რადგან ამ სფეროში შემოსავალი ყოველთვიურად სტაბილური არ არის დაკონკრეტული პროდუქტის სეზონურობიდან გამომდინარე მკვეთრად განსხვავდება, ბანკი გთავაზობს გადახდის სეზონურ გრაფიკს. აგროსესხის დაფარვის გეგმა შეგიძლია ზუსტად შენი კულტურის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პერიოდს მოარგო.

დაფინანსება თითქმის ყველაფერს ფარავს, რაც თანამედროვე მეურნეობას სჭირდება. შეგიძლია განაახლო ტექნიკა (ტრაქტორი, კომბაინი, გუთანი), ააშენო ან გაარემონტო ფერმა, აწარმოო დახურული გრუნტი, მოაწყო სათბურები ან სულაც სამაცივრე მეურნეობა. პროგრამა ასევე აფინანსებს მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას.  შეღავათიანი აგრო კრედიტი 7 000-დან 600 000 ლარამდეა, გადახდის ვადა კი 120 თვემდე. თუ მეურნეობასთან დაკავშირებული მასშტაბური გეგმების განხორციელებას ადრე ვერ ახერხებდი მაღალი თვიური შენატანების გამო, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ამ მიზნების განხორციელება გაცილებით რეალისტურია.

გაიგე მეტი შეღავათიანი აგრო კრედიტის პირობების შესახებ და შეავსე განაცხადი!

სესხის მოთხოვნა და მიღება მაქსიმალურად გამარტივებულია. კრედო ბანკი რამდენიმე გზას გთავაზობს. ყველაზე მარტივია შეავსო განაცხადი ონლაინ – ბანკის ვებგვერდზე. თუ პირადი კონსულტაცია გირჩევნია, შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ სერვისცენტრში, მიწერო კრედო ბანკს ონლაინ ჩატში ან დარეკო ნომერზე *4242.

სახელმწიფო სუბსიდირება და კრედო ბანკის მოქნილი პირობები საუკეთესო კომბინაციას ქმნის მათთვის, ვინც დიდი ხანია მეურნეობის გაფართოებას გეგმავს, მაგრამ რესურსებზე ხელი არ მიუწვდებოდა. თუ შენი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანა გინდა, ეს შანსია.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved