• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ყვებიან სკოლაში ბიჭზე, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა – “სამი დღით ადრე, დედამისი მიყვებოდა…”

ალია ავტორი - ალია
13:52 03-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

თბი­ლის­ში 19 წლის ბიჭ­მა დედა და ბე­ბია ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სხეულები დაანაწევრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 18 წლის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მიხეილ ზაუტაშვილია. მოზარდი ჯერ მძინარე დედას გაუსწორდა შემდეგ კი ბებიას დაესხა თავს.

ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ გაჩეჩილაძე, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, როგორც სახლში ასევე სკოლაში. თუმცა ბულინგს გამორიცხავს იმ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელიც 2017 წელს მიხეილ ზაუტაშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის გამო დატოვა.

თბილისის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მოზარდს არასდროს უთქვამს, რომ მას ჩაგრავდნენ. სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზი კი ოჯახის გადაწყვეტილება იყო, რათა ბიჭს პროფესიულ სასწავლებელში მიეღო განათლება. 

ბრალდებული ბოლოს ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობდა. სკოლის სასწავლო ნაწილი, მაია დუდაური ამბობს, რომ ბავშვს დედის ინფორმაციით, ის დეპრესიული იყო და სკოლასაც ხშირად აცდენდა. 

„გადმოვიდა მეათე კლასში და მეათე კლასის ბოლომდე ისწავლა ჩვენთან. მეთერთმეტე კლასში ისევ საჯარო სკოლაში გადავიდა და მეთორმეტეში უკან გადმოვიდა. მკვლელობამდე 4 დღით ადრე დედამისი მეუბნებოდა, ცოტა დეპრესიაშიაო. ბოლო დროს ხშირად აცდენდა გაკვეთილებს“, – ყვება მაია დუდაური.

დაკავებული მოზარდის სკოლელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი პრობლემებზე არასდროს საუბრობდა და კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა.

„პრობლემებზე არასდროს საუბრობდა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხვდები, ეს როგორ გააკეთა“, – ამბობს დაკავებული მოზარდის სკოლელი, გიორგი კოპაძე.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა თბილისში ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 25 თებერვალს მოხდა, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო – სარკე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved