• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა

ალია ავტორი - ალია
03:23 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, სახლში განიკურნა. ზაზა მესხმა ვირუსი მეუღლეს და ოთხს შვილსაც გადასდო. როგორც იგი „მთავარ არხთან“ საუბრისას ყვება, ოჯახის წევრებს ექიმები კონსულტაციას ტელეფონის საშუალებით უტარებდნენ.

ზაზა მესხი ვირუსის დაწყებას და განვლილ ეტაპებს იხსენებს.

„თავიდან სისუსტეს ვგრძნობდი, ენერგია საერთოდ არ მქონდა. სიცხე არ მქონდა, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი, პირველ მარტს უკვე დამეწყო მაღალი სიცხე, ციება, სუნთქვის გართულება, მშრალი ხველა. 3 დღე 40-ზე მეტი სიცხეც მქონდა.

პირველად სიცხე დაეწყო ჩემს მეუღლეს, მაგრამ ვფიქრობ, ოჯახში ვირუსი ჩემი შემოტანილი იყო. შემდეგ უკვე ბავშვებსაც გადაედოთ.

პირველი ფაზა იყო სანამ სიცხე მექნებოდა, მეორე კვირა მაღალი სიცხე და ციება, მესამე ფაზა, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა იყო ხველება. ასევე, ვერ ვგრძნობდი გემოს და ყნოსვას“,- ამბობს იგი.

მისივე თქმით, ჰოლანდიაში ექიმები თავს არიდებენ პაციენტების სამედიცინო ცენტრებში მოთავსებას და თუ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

„გამოკითხვა ხდება, თუ ასკვნიან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, რომც უთხრა, რომ 40 გაქვს სიცხე, ექიმი ამაზე არ რეაგირებს. როდესაც ოჯახის ექიმთან წავიყვანე ჩემი გოგონა, არცერთი პაციენტი არ იყო. ამით ალბათ იმ სიტუაციის თავიდან აცილება უნდათ, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“,- ამბობს ზაზა მესხი.

იგი ყველას მოუწოდებს, რომ არ შეშინდნენ და რაც მთავარია, სახლში დარჩნენ.

„ეს არის მძიმე გრიპი, ხალხს მინდა ვუთხრა, რომ არ შეშინდნენ. მედიკამენტს არაფერს ვიღებდი, ინჰალატორს ვიღებდი და პარაცეტამოლს. ჩემი გოგონა სვამდა ანტიბიოტიკს, რადგან პნევმონია ჰქონდა. ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს, ეს არის პანიკა. დარჩით სახლში, დაიცავით მოხუცი ხალხი. ნუ დაატერორებთ ექიმებს და დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს“,- აღნიშნავს ზაზა მესხი.

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved