“ენმ”-ის ლიდერი, ნიკა მელია, ეხმაურება გიორგი გახარიას იმ განცხადებას, სადაც თქვა, რომ მის ამომრჩეველს, არ და ვერ მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მეორე ტურში, რომელიმე კანდიდატს და ამბობს:
“მეორე ტურში რომ ვერ გადავსულიყავი და მეთქვა, მხარი არ დაუჭიროთ, მეორე ტურში სხვა ოპოზიციურ კანდიდატს, ეს იქნებოდა შეურაცხყოფა ამომრჩევლისა. ბატონ გახარიას აქვს ის პოზიცია, რომელიც აქვს, მე მაქვს შემდეგი პოზიცია, თბილისი უნდა იმართებოდეს კოალიციურად. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პოზიციისა, მისი ამომრჩეველი, მისი პარტიის წევრიც, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, აუცილებლად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, მე არ მაინტერებს ვინ რომელი პარტიის წევრია, ჩემთვის დედაქალაქი მეტია, ვიდრე პოლიტიკა.”
კომენტარები