• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს სააკაშვილის გააქტიურება და მისცემს თუ არა მიშა კეზერაშვილი-მერაბიშვილის დუეტს უფლებას, კულუარებიდან მართოს პარტია?

ალია ავტორი - ალია
17:05 06-17-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
774

ანი დვალიშვილი

მიხეილ სააკაშვილს ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლა შეწყალებითა თუ სხვა ქვეყანაში გადაყვანით, არ გამოუვიდა. ჰოდა, ყოფილმა პრეზიდენტმა ძალები მოიკრიბა და თქვა ის, რასაც აქამდე, მისდა სამწუხაროდ, მმართველი გუნდი ამბობდა – მიშა ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, ყველა სასამართლო პროცესზე მივა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რეალურად, სააკაშვილი მიხვდა, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ციხიდან მისი გასვლის საკითხი ვადის ბოლომდე მოხდის გარდა, არც განიხილება. ის იმასაც მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ და არ გარისკა მისი შეწყალება და ეს იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს პირდაპირ თუ ირიბად, ამის შესახებ ყველა დონეზე მოუწოდეს. რას ნიშნავს სააკაშვილის გააქტიურება და მისცემს თუ არა  მიშა კეზერაშვილი-მერაბიშვილის დუეტს უფლებას, კულუარებიდან მართოს პარტია?

„რეალურად, პარტიის შიდა საქმეებში მიშა ნაკლებად ჩაერევა, რადგან ამის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ მის როლს ზურაბ ადეიშვილი შეასრულებს. ადეიშვილი აქამდეც არ იდგა განზე, მაგრამ ახლა ის იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და კეზერაშვილიცა და მერაბიშვილიც მას უნდა დაეთანხმონ. რამდენად გამოვა ეს საქმე კეზერაშვილის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, რადგან ის პარტიაში უზარმაზარ თანხას ხარჯავს და გადამწყვეტი სიტყვის თქმაც სურს. მითუმეტეს, რომ მას ადეიშვილითან იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს“, – ეუბნება ,,ალიას” „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებამ საერთოდ დააბნია ლევან ხაბეიშვილი. მან უბრალოდ აღარ იცის, ვისი პოლიტიკა უნდა გაატაროს, ვის უნდა დაუჯეროს, ვის უნდა ეურჩოს. ყველაზე ცუდ დღეში ახლა სწორედ ხაბეიშვილია და მართალია, დღის წესრიგში მისი გადაყენების საკითხი ჯერ არ დგას, მაგრამ ეგებ თავად სურდეს წასვლა. სერიოზულად მისი აღქმა არათუ სხვა პარტიებს, არამედ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც უჭირთ და როდემდე იქნება ის ოფიციალურად პირველი პირი, ძნელი სათქმელია.

თავის მხრივ, სააკაშვილის გადაწყვეტილება ძალიან გაუხარდა მმართველ ძალას. „ქართულმა ოცნებამ“ ახლა ზუსტად იცის, რაზე ააგებს წინასაარჩევნო კამპანიას და ისიც ზუსტად იცის, რომ სააკაშვილის ფაქტორს, ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელსაც გამარჯვებისთვის გამოიყენებს. შესაბამისად, დანარჩენ ოპოზიციას ეს ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ბოლო წლები, ქოცები და ნაცები ნაკლებად ფიქრობენ, სხვას რა მოსწონს და პირველ-მეორე ადგილებს თხილის გულივით იყოფენ. დღევანდელი გადმოსახედიდანაც ასე ჩანს – ამ მდგომარეობით, პირველ ადგილზე „ოცნება“ გავა, მეორეზე – „ნაციონალები“ და დანარჩენები ნარჩენებს გადაინაწილებენ. მეტიც, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებამ, „ოცნებას“ მეტი სტიმული მისცა იმისთვის, რომ პროექტი სახელად ,,მეორე ნომრად პარლამენტში „ხალხის ძალა“, რეალურად განახორციელოს. ამ შემთხვევაში, „ხალხის ძალას“ სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი უნდა ეყოს და ეს ყველაფერი კარგად არის დასაანგარიშებელ-დასათვლელი.

ისე, ოპოზიციურმა პარტიებმა თუ არ იციან, ჩვენ ვეტყვით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე კომისიის მომავალ წევრებს, „ქართული ოცნება“ ტრენინგებს უტარებს და ელექტრონული ხმის მიცემის ავ-კარგიანობაზე ესაუბრება. ჰო, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და მმართველი გუნდი უკვე სრული სვლით მზადებაზეა გადასული, იქნება ეს კომისიის წევრების დატრენინგება, ადგილობრივი ოფისების გახსნა, ამომრჩეველთა სიაზე მუშაობა, მხარდამჭერა მწვანე სიების შედგენა თუ საჭირო ხალხის გადაბირების პროცედურა.

ყველაფერთან ერთად, „ოცნების ლიდერების“ გადაწყვეტილებით, ბოლო წელი აგრესიული უნდა იყოს, ანუ ხალხს მოწსონს აგრესია და ამიტომ, ოპონენტებს თავისი ადგილი ყვირლითა და გინებით უნდა მიუჩინონ. ამის ბრალია ის, რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტელევიზიები გაუშვა და შემდეგ უკვე ოპონენტების „დაჩმორება“ დაიწყო. მდინარაძემ ზუსტად იცოდა, რომ ტელევიზიები თუ არა, რომელიმე მისი კოლეგა ამ ყველაფერს აუცილებლად გადაიღებდა და პუბლიკაზეც ითამაშა, ცოტა იძველბიჭა, ცოტა იყვირა, ცოტა უწმაწური სიტყვებიც გამოურია, დაიმუქრა, მუშტები და კუნთები აათამაშა… და ასე იქნება მომავალშიც, რადგან „ოცნებამ“ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს „კტო ვ დომე ხაზაინ“ (ეს რუსული ფრაზა კარგად ჩაჯდა და…).

სააკაშვილის გარდა, ხელისუფლებას „სატოპკე“ „მაკდონალდსის“ სკანდამლაც აუწია. თემურ ჭყონია ის ბიზნესმენია, რომელიც ხმაამაღლა ამბობს, ოპოზიციას ვეხმარებიო, ახლა კი ფრაზა „დასავლეთი ქართველობას გვართმევს“ „გაპრავდა“ და ხელს ხელისუფლება სწორედ „კოკა კოლას“ შეფისკენ იშვერს. როგორი საქმეა, ბავშვების სასაჩუქრე ყუთში ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორია დევს და სულ დეტალებშია მოთხრობილ-აღწერილი, როგორ იქორწინა ცნობილმა მომღერალმა და როგორ გახდა ბედნიერი მას შემდეგ, რაც მეორე ნახევრად მამაკაცი იპოვა. რეალურად, ბავშვებისთვის ამის აღქმა ცოტა რთული და არასაჭიროც კი არის, მაგრამ ჭყონიამ გააკეთა ის, რაც გააკეთა და… ჯერ ბოდდიში მოიხადეს, მერე ის ბოდიში წაშალეს, რადგან ლიბერალურმა ფრთამ შეუტია აქტიურად. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჭყონიას კომპანიები ორჯერ სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვნენ და რატომღაც, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ გვგონია.

პოლიტიკურის გარდა, ხელისუფლებამ ეკონომიკურ მარწუხებსაც მოუჭირა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმების შედეგად, ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის, რადგან შემოწმებას „ცეოზე“ პრაქტიკულად ვერცერთი მანქანა ვერ გადის. როგორც გვეუბნებიან, ასი შემოწმებული მანქანიდან, მოთხოვნა შესაძლოა ერთმა დააკმაყოფილოს და ესეც ძალიან იშვიათად. ხელისუფლება ამოწმებს გამონაბოლქვს, მაგრამ არ ამოწმებს საქართველოში შემოტანილი საწვავის ხარისხს. არადა, დიდწილად სწორედ საწვავის ბრალია, მანქანები რომ ბოლავენ, მაგრამ ხარისხიანი საწვავი ძვირი ღირს, უხარისხო უბრალოდ ბოლავს და ბიუჯეტს ავსებს. ამას გარდა, ზაფხულის ტურისტული სეზონის სრული სვლით დაწყების გათვალისწინებით, ზედამხედველობისა და ფინანსური სამსახურები ამოწმებენ რესტორნებს, სასტუმროებს, საცურაო აუზებს და აქაც, ასიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოდიან ჯარიმის გარეშე. ყველა ჩუმად და მშვიდად იხდის ჯაარიმას, რადგან იმედი აქვთ, რომ სეზონზე დანახარჯს ერთი-ორად ამოიღებენ. იმას არავინ ამბობს, რუსი ტურისტების სიმრავლის გამო, ყველა სერვისმა და საკვებმა არანორმალურად რომ მოიმატა და რიგით მოკვდავებისთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდა. გაძვირდა მიწოდების სერვისიც და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯეროვნად არ აისახა მომსახურე პერსონალის ხელფასებზე – ისინი თითქმის უცვლელი დარჩა და ვისაც არ უნდა ამ ანაზღაურებაზე მუშაობა, კარისკენ უთითებენ და მის ნაცვლად ახალს არჩევენ – მსურველთა რიგი დიდია და სეზონზე ბევრს აქვს იმედი, რომ ცოტა თანხას მოუყრის თავს, მაგრამ იმ ხელფასით, რასაც რესტორატორები თუ სასტუმროს მეპატრონეები იხდიან, ამის გაკეთება ძალიან ძნელია.

და ერთიც – მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ რეგიონებში კონფერენციებს მართავს და პრტიის ახალ თავმჯდომარეებს ნიშნავს. თავმჯდომარეების ფუნქციას უმთავრესად მუნიციპალიტეტის მერები ასრულებენ და მათ გასაგებად უთხრეს – 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ როგორ შედეგს დადებს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას ნიშნავს, რის გაკეთებასაც არცერთი მერი არ მოერიდება, რადგან სასურველი შედეგი მათ მომავალს განსაზღვრავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved