• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს “მწვანე სტატუსი” და ვის ექნება ქორწილებისა და იუბილეების გადახდის უფლება

ალია ავტორი - ალია
10:54 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს.

ორშაბათიდან შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრებს იწყებს, რომელთა მიზანიც ე.წ. მწვანე ზონების შექმნაა. “მწვანე” სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანი შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს: ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვს სწრაფი კოვიდ-ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული PCR კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია ან არის ორჯერადად ვაქცინირებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ინიციატივას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. რეკომენდაციის თანახმად, ობიექტებმა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მომხმარებლები, რომლებიც კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ სისტემა “გააწითლებს”.

ფერაძის თქმით, ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა უკვე გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული სისტემის დანერგვისადმი. მას შემდეგ, რაც სისტემა პრაქტიკაში დაიწყებს მუშაობას, მოხდება პირველადი შედეგების ანალიზი და ამის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს აღნიშნული სისტემის ვალდებულების სახით შემოღების შესახებ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სისტემის გამოყენება ნებისმიერ ობიექტზე, ასევე ტრანსპორტშია შესაძლებელი, თუმცა გადაწყვეტილებას მისი ამა თუ იმ სეგმენტში დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იღებს.

თუ ბიზნესსუბიექტებისთვის ეს სისტემა სავალდებულო გახდება,სავარაუდოდ, ეს მოხდება რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად. მაგალითად, რესტორნის მფლობელს უფლება ექნება გამართოს სოციალური ღონისძიება – ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ. თუ ის მხოლოდ უსაფრთხო სტუმრებს დაუშვებს, – განაცხადა ფერაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved