• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს ჯადოსნური ციფრი 836 – სამინისტროს ახალი აფიორა?

ალია ავტორი - ალია
21:11 10-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

5 ოქტომბერს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა – “3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული”

მას შემდეგ ყოველ დღე ვუყურებთ როგორ ახლდება ინფორმაცია ახალ ინფიცირებულებზე, გამოჯანმრთელებულებზე, გარდაცვლილებზე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ – სტაციონარში მყოფი პაციენტების რიცხვი არ იზრდება: ისევ 836-ია.

5 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით ახალი ინფიცირებულის მდგომარეობაში – სტაციონარში მწოლიარე პაციენტების რიცხვი არ იზრდება.

მეტიც, მეორე დღეა, მინისტრი ტიკარაძე თავზე დაგვყვირის, რომ მძიმე პაციენტთა რიცხვი იზრდება და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ – სტაციონარში მწოლიარეთა რიცხვი მაინც 836-ია, არ იზრდება.

ხელისუფლება, რომელიც მთელი ზაფხულის მანძილზე, დაპირებული საწოლფონდის გაზრდას გვპირდებოდა, უსაქმურად იყო და შემოდგომაზე, როცა შემთხვევებმა იმატა – აღმოჩნდა, რომ ის საწოლფონდი (4040 საწოლი), რომელიც მარტსა და აპრილში ჰქონდა, აღარ აქვს.

სამაგიეროდ, მილიონებია გადახდილი სასტუმროებში, მთელი ზაფხულის მანძილზე, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში.

მთელი ზაფხული შიდა ტურიზმის განვითარებას გვთხოვდნენ და სექტემბერში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა რომ დაგვაბრალეს, გვითხრეს, რომ პაციენტებს სასტუმროებში გადაიყვანენ, რადგან მხოლოდ 600 საწოლი აქვთ, “ალიას” მოგვიწია შეგვეხსენებია, რომ 4040 საწოლი გვქონდა აპრილში და ზუსტად 2 დღეში საწოლთა რიცხვმა 3 000-მდე იმატა, სასტუმროები კი აღარ უხსენებიათ, მაგრამ…. რამდენი საწოლი აქვს სინამდვილეში ჯანდაცვას?

კულუარული ინფორმაციით, 836! კლინიკების ნაწილმა შემოდგომაზე პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადა! ზოგს სახელფასო ფონდი გაეზარდა, ზოგს ის ეწყინა, ზაფხულში რომ სასტუმროებისთვის არჩიეს ფულის გადახდა საავადმყოფოების მიხედვას და ა.შ.

პათუმში კორონავირუსით პედაგოგი გარდაიცვალა. რის ჯგუფში იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ხოდა, დიაბეტიანი პაციენტი საავადმყოფოდან სასტუმროში გადაიყვანესო, წერს გარდაცვლილის და, კითხულობს, რატომ გადაიყვანეს კლინიკიდან სასტუმროში მისი და, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო?

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ პასუხი მარტივია, არა აქვთ საწოლები, არა, სულ აქვთ 836 საწოლი, შესაბამისად, სასტუმროში მხოლოდ უსიმპტომოებს კი არა, სიცხინებსაც უშვებენ… თუ დიაბეტი არ შედის რიკჯგუფში, რატომ ამბობენ გარდაცვლილს დიაბეტიც ჰქონდა და თანხმლები დაავადება იყოო და თუ შედის, რატომ გადაიყვანეს დიაბეტიანი პაციენტი სასტუმროში, ამაზე ჯანდაცვას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც პრეტენზია გამოვთქვით, რატომ უნდა უმკურნალონ ინფიციებულებს სასტუმროებში, 48 მილიონი გამოჰყვეს კლინიკებისთვის, რომლებიც საწოლებს დაუთმობენ – საინტერესოა, ვის ჯიბეში წავა ეს 48 მილიონი?

და მეორე კითხვა – ნუთუ საავადმყოფოში დარეზერვებული საწოლი უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე სასტუმროს ნომერი?

გვეუბნებიან, რომ ჯადოსნური, უცვლელი ციფრი 836 მალე შეიცვლება, სავარაუდოდ, ხვალიდანაც კი, რადგან რამდენიმე კლინიკა ისევ ჩაერთო კოვიდპროგრამაში, მაგალითად, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა, დღეს განაცხადა: “კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა.“

ქვია თუ არა ამ მდგომარეობას – საწოლფონდის აფიარო და მიემატება თუ არა ის, ჯანდაცვის სამინისტროს სხვა დანარჩენ “აფიორებს”, მკითხველმა გადაწყვიტოს. ერთი კი ვიცით უკვე, ციფრი 836 ჯანდაცვის მინისტრს არასოდეს დაავიწყდება.

ამასობაში, 93 გარდაცვლილი გვყავს და ამათგან, ერთის ოჯახი უკვე ადანაშაულებს სახელმწიფოს!

მიუხედავად ამდენი კითხვის ნიშნისა, ამდენი დარღვევისა, ამდენი პრობლემისა ჯანდაცვის სისტემაში, ჯანდაცვის მინისტრისთვის მაინც ყველაფერში დამნაშავეა ხელების არ დაბანა და დისტანციის არ დაცვა, ოღონდ, დისტანციის არ დაცვა როგორ უნდა, ამის საუკეთესო მაგალითი ისევ სახელისუფლებო შეკრებებია.

ხო, კიდევ, გაკეთებული ტესტების რაოდენობითაც აღარ გვჭრიან თვალს, აღარავინ გვეუბნება რამდენი ტესტი კეთდება.

და არ დავიღლებით თქმით, რომ “ინფექციურ” საავადმყოფოში წყალი ჩადის, პრემიერი დაპირებული შენობა ისევ გზაშია!

თეგები: ამირან გამყრელიძეეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved