• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს იმ პროდუქტის შემოტანა, რომელიც ლამის გადასაყრელად გვაქვს და ვინ დგას ამის უკან?!

ალია ავტორი - ალია
21:10 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,060

ანი დვალიშვილი

გიხაროდენ – ქართული ეკონომიკა იზრდება, ევროპას კი პრაქტიკულად, უმძიმესი პერიოდი უდგას. გარდა იმისა, რომ ევროს კურსი ეცემა და უფასურდება, რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და რუსულ გაზზე უარის თქმამ, ევროპული ქვეყნები ძალიან დააზარალა. თავად განსაჯეთ, გერმანიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის, ჰანოვერის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიებსა და ოფისებში ცხელი წყალი გათიშოს, რათა ამ გზით გაზი დაიზოგოს. თუმცა, უკვე ცხადია, რომ ზამთარში ესეც ვერ უშველის არამარტო გერმანიას და მოსახლეობა რეალურად დადგება სიცივის წინაშე. ისე ჩანს, ბებერი ევროპა ჯერჯერობით მაინც, უკან დახევას არ აპირებს და ამ პირობებში, ყველაზე მეტად თურქეთი სარგებლობს. გარდა იმისა, რომ თურქეთმა პრაქტიკულად, ყველა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი შეიფარა და მზად არის, მათი მილიონები თურქულ ეკონომიკაში ჩაასხას, სავაჭრო ურთიერთობებში მთავარი შუამავალია და რუსულ პროდუქციას შავი ზღვის გავლით, ევროპაში მშვიდად დაატარებს. იმის მიუხედავად, რომ თურქეთი აგერ უკვე 20 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მას ევროკავშირის წევრობა რეალურად არ სჭირდება, რადგან არის ნატოს წევრი და ნატოს წევრ ქვეყნებში, რიგით მეორე არმია ჰყავს ამერიკის შემდეგ. თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა როგორც ევროპაში, ისე აზიაში და ამ ყველაფერს გადასარევად იყენებს. ვერცერთი ევროპული სახელმწიფო და ვერც ამერიკა ვერ ბედავს და ვერ ეუბნება თურქებს, რომ რუს ბიზნესმენებს სასათბურე პირობები არ უნდა შეუქმნას.

პარალელურად, რა ხდება ქართულ ბაზარზე – იმის მიუხედავად, რომ კახეთში ნესვი და საზამთრო 10 თეთრი ღირს, საქართველოში ყოველდღიურად ირანიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ტონობით საზამთრო და ნესვი შემოდის. ყველა დათვლითა და გათვლით, გამორიცხულია, შემოტანილი პროდუქცია ადგილობრივზე იაფი ჯდებოდეს, ანუ ჯერ ადგილზე არ ეღირება ეს ფასი და რომც ღირდეს, ტრანსპორტირება და განბაჟება თანხას საგრძნობლად აწევს. ჰოდა, ახლა ძალიან მარტივ კითხვას ვსვამთ – ვის აწყობს ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან? რას ნიშნავს იმ პროდუქტის შემოტანა, რომელიც ლამის გადასაყრელად გვაქვს და რა არის ჩადებული ამ ყველაფერში?!

ხილს რომ თავი დავანებოთ, უკვე აღარ შეიძლება იმის ატანა, რასაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩადის. ის, რომ ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ფასები ასტრონომიული გახდეს. მეტიც, ქართველებს რესტორნებში უხალისოდ ემსახურებიან, სასტუმროებშიც ცდილობენ უცხოელები ჰყავდეთ და ადგილობრივებს არ სწყალობენ, თუმცა არის სხვა, ბევრად საინტერესო შემთხვევებიც. გასულ კვირას, მეგობართან ერთად ბორჯომის ხეობაში ვიყავი და გზად ნაზუქის ყიდვა გადავწყვიტეთ. მეგობარი უაქცენტოდ საუბრობს რუსულად და მითხრა, ახლა სასწაულს განახებო და ნაზუქის ფასი რუსულად იკითხა. 10 ლარი ისე დაუფასა გამყიდველმა ქალბატონმა, თვალიც არ დაუხამხამებია, მერე, როცა სუფთა ქართულით დაველაპარაკეთ, უხერხულად გაიღიმა და 3 ლარიო. ეს იცით, რას ნიშნავს? ჯერ ერთი, დანაშაულს, რადგან დისკრიმინაციაა და მეორეც, უსინდისობის პიკია ბატონებო და იმის იმედად, რომ ის ტურისტი შესაძლოა თქვენს ჯიხურთან აღარასოდეს მოხვდეს, არ გამართლებთ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved