• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას მოვესწარით წარმოგიდგენიათ?!” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
18:24 05-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,880

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) ანუ ევროკავშირის „ღერძულა გაერთიანების“ ლიდერთა დღევანდელი განცხადება საოცარ, რაღაც გაგებით „ისტორიულად კომიკურ“ ვითარებასაც კი ქმნის:
ევროპელ ლიდერებს, როგორც ჩანს, უკვე ევროპის პრესტიჟის საქმედ (!) მიაჩნიათ, რომ აუცილებლად შემოიყვანონ საქართველო ევროკავშირში.
ანუ……„რას ქვია გინდოდათ ევროკავშირის წევრობა, კანდიდატობა მიიღეთ და ახლა აღარ გინდათ?! თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ?! ეს ხომ ჩვენ დაგვაზარალებს, რომ კანდიდატი ქვეყანა განიხიბლა, წევრობაზე უარი თქვა…….ჰოდა ამის უფლებას არ მოგცემთ ახლა „დაგვაპაშოლოთ“……. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად შემოგათრევთ ევროკავშირშიო“ – ლამის პირდაპირ ამას ამბობენ
ოღონდ შეგვათრიონ და…..
თან ისიც ემატება, რომ საქართველოს „პუტინის გავლენის სფეროდან გამოგლეჯა და ევროკავშირში „შემოთრევა“ ისევ და ისევ ევროპის პრესტიჟად, უკრაინის ომის ფონზე მოსკოვთან გეოპოლიტიკური „ჯახის“ ნაწილად და ევროკავშირის პუტინზე გამარჯვებად აღიქმება.
ანუ…….რას მოვესწარით წარმოგიდგენიათ?!
ირაკლი შენგელაიაზე დიდი ხანია არაფერი მსმენია….იმედია კარგად არის, ღმერთმა კარგად და დიდხანს ბედნიერად ამყოფოს ის კეთილი, ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი…… 1994 წელს „იმელის შენობაში“ მეუბნებოდა გულგატეხილი: „ევროკავშირის მაქსიმუმი აღმოსავლეთ ევროპა იქნება….. ჩვენ ალბათ სამი-ოთხი თაობით (!!) ეს თემა უნდა გადავდოთ…… სულ ერთია, ევროკავშირი „ჩაიკეტა“ და აქეთ აღარ იყურება……ყოველ შემთხვევაში სანამ თურქეთს არ მიიღებენ…… ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ამაში დავრწმუნდიო“.
თურმე…….თურმე…… სად ხარ…… „რას ქვია ა(ღა)რ გინდათ და უარს ამბობთ მიუხედავად კანდიდატობისა?! რაააააააააააას ქვია „გადაიფიქრეთ“?! ეს თქვენი გადასაწყვეტი კი აღარაა უკვე – ჩვენს პრესტიჟს ეხება: გინდათ თუ არა ძალით შემოგათრევთო“
ღმერთო დიდებულო, მადლობა…….განუჭვრეტელ არს გზანი ისტორიისანი…..რას მოვესწარით მეთქი: თაობები რომ ოცნებობდნენ და იმედი გადაწურული ჰქონდათ გულამოსკვნით…..აი ქალბატონმა ნანამ რომ გამოხატა გენიალურად მისი დიდებული ფილმის „პირველი მერცხალის“ ფინალში…… ახლა ევროპელები ძალით მიგვათრევენ ევროკავშირში!!
კი ბატონო, მე ერთი რიგითი ქართველი თანხმობას ვაცხადებ: შემათრიეთ ძალით ევროპაში – მზად ვარ!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved