• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას მოჰყვა “პუ­ტი­ნის, დუ­გი­ნის და გავ­რი­ლო­ვის ფა­ნე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი რუ­სულ სივ­რცე­ებ­ში?” – უჩა ნანუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:19 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,131
ყოფილი სახალხო დამცველი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, “დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მის შე­სა­ხებ რუ­სულ არხზე გა­ვი­და, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია.

“ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სი­უ­ჟე­ტი, რა­საც მოჰ­ყვა პუ­ტი­ნის, დუ­გი­ნის და გავ­რი­ლო­ვის ფა­ნე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი რუ­სულ სივ­რცე­ებ­ში. თურ­მე არა­ფორ­მა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს ვქმნი და ვა­წყობ მა­ი­დანს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა თქმა უნდა, ეს სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, პუ­ტი­ნის მთა­ვარ არხზე გა­ვი­და, არის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ორი­გი­ნალ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მე­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზეც კი. სა­უ­ბა­რია გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ – დე­კემ­ბერ­ში, აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ე.წ. „ტი­ტუშ­კე­ბის“ მიერ არა­ფორ­მა­ლუ­რი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ბან­დი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვა­ში, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა­ში, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ში და ეს უკა­ნო­ნო­ბა გრძელ­დე­ბო­და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ამ ბან­დი­ტე­ბის მხრი­დან. 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დღემ­დე რჩე­ბა სა­პყრო­ბი­ლე­ში და სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვსა­უბ­რობ, რომ სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უწყობ­და ხელს ამ ჯგუ­ფე­ბის პარ­პაშს, მათ საქ­მი­ა­ნო­ბას და სწო­რედ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დას­მულ­ნი. სწო­რედ ამ ძა­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც და­მონ­ტა­ჟე­ბულ მა­სა­ლა­ში სულ სხვა­ნა­ი­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა და სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებს აღ­ნიშ­ნულ მე­სი­ჯებს. ამა­ში ასე­ვე, მათ ეხ­მა­რე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია და მარ­ტი­ვად იმე­ო­რე­ბენ რუ­სულ პრო­პა­გან­დას. სრუ­ლად ენდვ­ნენ პუ­ტი­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ის ნა­რა­ტივს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოკუ­პან­ტის მთა­ვა­რი არხი ავ­რცე­ლებს მა­სა­ლას, და­ჩე­ხილ-და­მონ­ტა­ჟე­ბულ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ მა­სა­ლას, არა­ვის გას­ჩე­ნია კი­თხვა იქ­ნებ ეს არის მონ­ტა­ჟი? სამ­წუ­ხა­როა ის, რომ ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასე­ვე იმე­ო­რე­ბენ რუ­სულ პრო­პა­გან­დას“,- გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სულ არხზე გა­სულ გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გარი კას­პა­რო­ვი­სა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­დნენ. მათი სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გამო და­ფი­ნან­სე­ბა უცხო­ე­თი­დან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, ამა­ვე სა­უბ­რი­სას, მან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ „უკ­რა­ი­ნის მა­ი­და­ნის მსგავ­სად, ჩვენც გვყავს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი, არი­ან ნიღ­ბი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved