• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას მოგვიტანს ჩინეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი? – რას ამბობს გია ხუხაშვილი?

ალია ავტორი - ალია
10:43 09-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,153

ჩი­ნეთ­თან ცალ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მი და­ახ­ლო­ე­ბით იმ შე­დეგს მო­ი­ტანს ქვეყ­ნის­თვის, რაც რუ­სეთ­თან ცალ­მხრივ­მა უვი­ზო რე­ჟიმ­მა მო­ი­ტა­ნა, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

„ჩი­ნეთ­თან ცალ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მი და­ახ­ლო­ე­ბით იმ შე­დეგს მო­ი­ტანს ქვეყ­ნის­თვის, რაც რუ­სეთ­თან ცალ­მხრივ­მა უვი­ზო რე­ჟიმ­მა მო­ი­ტა­ნა. საქ­მე ის კი არაა, რომ ვინ­მეს უნდა ავუკ­რძა­ლოთ შე­მოს­ვლა, არა­ვის უნდა ავუკ­რძა­ლოთ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი უნდა იყოს, იმის­თვის, რომ სხვა­დას­ხვა ტი­პის რის­კე­ბის­გან თავი და­ვი­ზღვი­ოთ. ჩვენ დღეს რუ­სეთ­თან ამ მხრივ გვაქვს ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი, ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. როცა ომის გამო უკონ­ტრო­ლო მიგ­რა­ცია და­ი­წყო, ამან შექ­მნა დიდი პრობ­ლე­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნეთს, ჩი­ნეთ­თან ჩვენ არ გვაქვს იმ ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი, რაც რუ­სეთ­თან, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, უნდა გვეს­მო­დეს ისიც, რომ ჩი­ნეთ­საც აქვს ერ­თგვა­რი იმ­პე­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჩვენს დე­რე­ფან­თან და­კავ­ში­რე­ბით. მიგ­რა­ცი­უ­ლი ექ­სპან­სია ჩი­ნე­თის­თვის არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი. რა თქმა უნდა, ჩი­ნე­თი არ არის მტე­რი, უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სი გან­ვა­ვი­თა­როთ, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სხვა მხრი­დან. ჩი­ნე­თი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში რბი­ლი ძა­ლით მოქ­მე­დებს, ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბას იწყებს, რა­საც თა­ვის­თა­ვად მოჰ­ყვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც. ვინც აკონ­ტრო­ლებს ეკო­ნო­მი­კას, ის კარ­ნა­ხობს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შის წე­სებს. ჩი­ნუ­რი ეკო­ნო­მი­კის წილი სა­ქარ­თვე­ლო­ში ან თუნ­დაც მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის უნდა იყოს ერ­თნიშ­ნა რი­ცხვი.

როცა ეს ხდე­ბა ორ­ნიშ­ნა და 20%-ს მი­ახ­ლოვ­და, რაც რუ­სე­თის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, ეს ნიშ­ნავს რომ გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი იწყე­ბა. ამას­თან­ვე, უნდა გვეს­მო­დეს და და­ვი­ნა­ხოთ ის მა­გა­ლი­თე­ბი, რაც მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნურ ექ­სპან­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს. იგი­ვე აფ­რი­კის ბევრ ქვე­ყა­ნა­შია ჩი­ნე­თი შე­სუ­ლი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და იმის­თვის, რომ იმ ქვეყ­ნე­ბის ტუ­რიზ­მი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ვი­ღეთ მდი­და­რი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. ჩი­ნე­თი დიდ­წი­ლად აკონ­ტრო­ლებს იქ პრო­ცე­სებს. ეს სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ. არ ვამ­ბობ, რომ დღეს ეს საფრ­თხეა, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი არის სა­ჭი­რო. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ­ბობს, რომ რა­მეს აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ და ვე­რა­ფერს აკონ­ტრო­ლე­ბენ. კი ბა­ტო­ნო, მე უვი­ზო რე­ჟიმს თე­ო­რი­უ­ლად ჩი­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­ვე­სალ­მე­ბო­დე, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, კონ­ტრო­ლი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბია შე­მო­სა­ღე­ბი, თუნ­დაც ეს უვი­ზო რე­ჟი­მი იყოს დრო­ში შე­მო­ფარ­გლუ­ლი, რო­გორც ეს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­შია. რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვენ 365 -დღი­ა­ნი რე­ჟი­მი გვაქვს, ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­თა­ნაც უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ეს შე­ზღუდ­ვაც კი არ გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის რის­კის შემ­ცვლე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩი­ნეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არა სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

“თუ ვი­ღა­ცას სურ­ვი­ლი აქვს, რომ ჩი­ნე­თი შე­მო­იყ­ვა­ნოს სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ამას არ ვე­თან­ხმე­ბი. როცა სა­უ­ბა­რია იგი­ვე ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით, ას­ჯერ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, ვიდ­რე ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ­დი. ანაკ­ლია არ არის მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კა, ეს არის ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ანაკ­ლი­ის მი­ცე­მა ჩი­ნე­ლე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, რის­კის ქვეშ აყე­ნებ­დეს იმ უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რას, რა­საც ჩვენ, თით­ქოს­და, ვა­შე­ნებთ. ანაკ­ლი­ის პორ­ტში თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ელე­მენ­ტე­ბი უნდა შე­მო­ვი­დეს, ეს სჯობს, რომ და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­ვი­დეს. კი ბა­ტო­ნო, ჩი­ნე­თი ამ გზით და­დი­ო­დეს, მაგ­რამ არ აყე­ნებ­დეს ამ დე­რე­ფანს სა­კუ­თა­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ. მე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმის გა­რან­ტია არ გვექ­ნე­ბა, რომ ამ ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი არ გახ­დე­ბა რუ­სეთ-ჩი­ნე­თის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი. ჩი­ნე­თის უკან ფა­რუ­ლად სა­დღაც რუ­სე­თიც არ იდ­გეს, რაც მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებ­და“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved