ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,აზერბაიჯანი ვერ იხსნა ალიევის საკამათო ქმედებამ – მისამძიმრებამ ალი ჰამენეის ნარჩენებისათვის!..
მე არ მგონია, რომ ნახიჭევანის აეროპორტზე შეტევა ირანიდან დიდად საღელვია – ცუდი სიტყვაა – აიტანს (და უკეთესია – გადააგორებს) აზერბაიჯანი, როგორმე, ამას! მეტსაც გეტყვით – მას ჩამოაყალიბებს უფრო პრო-ისრაელურ-ამერიკულ მოთამაშედ, ისევე როგორც თურქეთს და რეგიონის პრაქტიკულად ყველა მოთამაშეს! ანუ – რასაც ალი ჰამენეის ნარჩენები ცდილობენ – არევას ვითარებისა, რეალურად, უკან ბუმერანგივით მიუბრუნდებათ!
ჩემთვის უფრო საინტერესოა დრონები აფხაზეთის თავზე!.. სავარაუდოზე მეტად უკრაინული დრონები!..
დიდი იერიშის შემთხვევაში, რუსეთი აფხაზეთს, ცხადია, ვერ დაიცავს!
რას იზამს ივანიშვილი უკვე ახლა და მით უფრო შემდგომ? გამოეხმაურება ამ ამბავს და უკრაინას გააკრიტიკებს? 🙂 ოკუპანტს ხომ არ უწოდებს? მე არც ამას გამოვრიცხავ!
დასრულდა ალი ჰამენეი!
დასრულდება ალი ჰამენეის ნარჩენებიც!
და დასრულდება ბიძინაც!“














კომენტარები