• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, პარასკევი, 3 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რას იზამს დასავლეთი, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა?!“- რას ამბობს სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
18:03 12-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,351

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ სააკაშვილის საქმეზე ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე:

– „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს არ სჯერათ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მძიმე მდგომარეობისა, ამბობენ, რომ სიმულანტობს და თვითდაზიანებებს იყენებს…

– თუ სიმულანტობს, მაშინ რატომ არ მიიყვანეს სასამართლო პროცესზე? რატომ არ ანახეს ხალხს? ერთი სურათი ან ვიდეო მაინც გამოაქვეყნონ, ნახოს ხალხმა, რომ კარგად არის. რა ვიცი, ვითონ როდესაც დასჭირდათ, ციხის კამერებიდან  მთელი ვიდეო-კოლაჟი გაასაჯაროეს. ამათთვის ეტყობა არაფერს ნიშნავს ერთი ადამიანის სიცოცხლე. მე-19 საუკუნეში, დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ორი დიდი პოლიტიკოსი, უილიამ გლადსტონი და ბენჯამინ დიზრაელი, შემდგომში, ლორდი ბიკობსფილდი. ერთმანეთს ცვლიდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გლადსტონი ოთხჯერ იყო პრემიერი და ეს რეკორდია, ბიკობსფილდი კი ორჯერ იყო პრემიერი. ლორდთა პალატაში, მათი ყველა დისკუსია, ორატორული ხელოვნების ნიმუში იყო. ერთხელ ლორდმა გლადსტონმა ბიკობსფილდს უთხრა, თქვენთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს და გახსოვდეთ, რომ ავღანეთის მიყრუებულ სოფელში მცხოვრები მოხუცის და  ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს ერთი ფასი აქვსო. რა გამოდის ახლა? ჩვენ მე-19 საუკუნის ბრიტანეთის დონეზეც  არ ვართ ფასეულობებით. ყველაზე მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა და რასაც ლორდი გლადსტონი მაშინ ამტკიცებდა, ჩვენ დღეს იმავეს მტკიცება გვიწევს… ახლა სასამართლო ჩანიშნეს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სასჯელი უნდა გადაუვადდეს თუ არა სააკაშვილს. სამი შვილიშვილი მყავს და სამივეს გეფიცები, ნახევარი მსოფლიო რომ მაჩუქონ, იმ მოსამართლის ადგილზე ყოფნას არ  ვისურვებდი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლე არ გადაუვადებს სასჯელს სააკაშვილს და თუ რამე მოხდა, ისიც კოლექტიური მკვლელობის თანამონაწილე გახდება. ასევე, არ ვინატრებდი ჩვენი პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი და დასრულდება ყველაფერი. დავუშვათ, გარდაიცვალა სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი მალე პრეზიდენტი აღარ იქნება, საფრანგეთში აპირებს მერე წასვლას პენსიონერი ექს-პრეზიდენტი და ქალმა, დედამ, როგორ უნდა იცხოვროს, რომელსაც შეეძლო ერთი სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ  გააკეთა. იმ საზოგადოებაში, სადაც საფრანგეთში იცხოვრებს, ხომ ჰკითხავენ, რატომ არ შეიწყალე და რატომ არ გადაარჩინე შენი წინამორბედიო? თუმცა, ჯერ ყველა იმედს არ გადავიწურავ, რადგან საბოლოდ არ ვიცი, ან მოსამართლე რას იზამს, ან პრეზიდენტი. აქ ისიც ვთქვათ, რომ პრეზიდენტს აშანტაჟებენ, თუ შეიწყალებ, სააკაშვილი ქვეყანაში  არეულობას მოაწყობსო. რისი მომწყობია, სად აქვს მაგის ჯანმრთელობა. ადგნენ, გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ და მერე, თუ ციხეში ვერ იხდის სასჯელს და კვდება კაცი, შიდა პატიმრობაში მოახდევინონ დარჩენილი ვადა. უცხოეთში თუ გავუშვით, მაშინ შეიძლება გაიქცესო. სად და როგორ გაიქცევა, კლინიკაში ბარდაგი დაიცავს. რატომ „ვივამედიდან“ ვერ გარბის? როცა დააწვინეს, არ იყო ამ მდგომარეობაში,  ფიზიკურად შეეძლო გაქცევა… რაღაც შურისძიებას ჰგავს ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე თავისი გაიტანონ. მზად არიან, კაცის სიკვდილზე ხელი მოაწერონ. ესენი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები არიან თუ ჯალათი- მოსამართლეები?

– ბატონო სოსო, პირდაპირ გკითხავთ – მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ მოკვდეს, რა საერთაშორისო რეზონანსი და შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

– რას იზამს და არ მოუწონებენ ხელისუფლებას. ომს არ გამოგვიცხადებენ, მაგრამ დემოკრატიული სამყარო ჩვენთან მიდგომას შესცვლის. ქვეყანას ეს ნაკლებად შეეხება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ბევრგან და ცუდად დახვდება ეს ამბავი. თუმცა, ვატყობ, ეს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს. ყველაფერს აკეთებენ დასავლეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად, ევროკავშირში, ნატო-ში მიღების პერსპექტივა დაუკარგონ ქვეყნას. მინიმუმ, იმდენი მაინც გააკეთონ, თავად როდესაც წავლენ ხელისუფლებიდან, მომავალ ხელისუფლებას ამის გაკეთება გაუჭირდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ  სპეციალურად კლავენ სააკაშვილს, ეს მიზანი აქვთ,  რადგან ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე. „ქართულ ოცნებას“ ფსონი ხომ რუსეთზე აქვს დადებული და არა დასავლეთზე. „ოცნებას“ არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე ევროკავშირი, ამერიკის სენატი თუ ამერიკის ელჩი. თუ ვინმე გააკრიტიკებს ამ ხელისუფლებას, ყველას ქვეყნის მტრად აცხადებენ. იმიტომ გვაკრიტიკებენ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდათო. ამაზე უკვე მეცინება, სერიოზული ლაპარაკი არ ღირს. საარჩევნო და სასამართლო სისტემა, პროკურატურა არ გივარგა, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული, ერთი კაცი სახლში ზის და მართავს ქვეყნას, ამ ყველაფერთან  ომი რა შუაშია? მერე, ამ კელი დეგნანს, ამერიკის ელჩს არ ანებებენ თავს. ამათ ჰგონიათ, დეგნანი საკუთარ აზრებს ახმოვანებს. ელჩის აზრი  სახელმწიფოს პოზიციაა. ამ შემთხვევაში, ამერიკის ელჩის აზრი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაა. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტი არც ერთ ელჩს არ აძლევს უფლებას, ისეთი რამ თქვას, რაც ეწინააღმდეგება თეთრი სახლის პოზიციას, რაც მის ინტერესებში არ შედის, კელი დეგნანი გელაპარაკება? ჩათვალე, ამერიკის პრეზიდენტი გელაპარაკება.  ამხელა იდიოტები როგორ არიან, ამ ელემენტარულ  ჭეშმარიტებას, რომ ვერ ხვდებიან?  ეს განდგომილები, რომ არიან, „ქართული ოცნებიდან“ ვითომ რომ წამოვიდნენ  და „ხალხის ძალა“ შექმნეს, კვირა არ გავა, კელი დეგნანი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში  არ დაადანაშაულონ. ელჩის უფლებამოსილება მკაცრად არის  განსაზღვრული ვენის კონვენციით, რომელსაც საქართველოც  მიერთებულია. ამ კონვენციის მიხედვით, ელჩს არ აქვს იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, სადაც დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ზოგადად, არც ერთი ჩინოვნიკი არ არის შეზღუდული მოქმედებებსა და განცხადებებში, ჩარჩოებში ჩაჭედილი,  როგორც ელჩები. მკაცრად აქვთ ყველაფერი განსაზღვრული. ინსტრუქციის გარეშე ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. ჰოდა, თუ ამერიკის ელჩი მართლა ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თუ დესტრუქციულ ძალებს ახალისებს, რასაც „ხალხის ძალა“ გვიმტკიცებს უკვე თვეებია, ადგნენ, გამოვიდნენ, კონკრეტული მტკიცებულებები დადონ. მერე ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის ესა და ეს მუხლი და  პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადონ  და ქვეყნიდან გააძევონ. ასე ხდება ცივილიზებულ სამყაროში. ხელისუფლება არ აკეთებს ამას? „ხალხის ძალამ“ გამოაცხადოს პერსონა ნონ-გრატად და იგივე მოსთხოვოს ხელისუფლებას. არა, ამას არ აკეთებენ, რადგან არც „ხალხის ძალას“, არც „ქართულ ოცნებას“  იმის ერთი ადგილი არ გააჩნიათ, ამერიკას ასე ღიად დაუპირისპირდნენ. ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობის გასაზრდელად ლაქლაქებენ ამდენს. ამათ რაიმე მტკიცებულება, რომ ჰქონდეთ, ამერიკის ელჩის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისა, აქამდე  ათჯერ გაასაჯაროებდნენ.

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved