საქართველოში ფილმში გადასაღებად ჩამოსული ცნობილი ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად, ძველ თბილისში, სასტუმრო GTM KAPAN-ში იყო გაჩერებული.
სასტუმროს მეპატრონე, გიორგი კაპანაძე „პრაიმტაიმთან“ მსახიობთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს:
„თავს ცუდად არ გრძნობდა, პირიქით კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელად, შემდეგ ესეთი ამბავი მოხდა. მასთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს 9 საათზე მქონდა, დავემშვიდობე და წამოვედი. ნომერში მარტო იყო, მაგრამ გვერდით ოთახში თავისი მეგობრები იყვნენ, გადამღები ჯგუფი, რომელიც მას თან ახლდა.
მისი გარდაცვალების შესახებ, მე დაახლოებით მომხდარიდან ერთ საათში შევიტყვე, თუმცა, სასტუმროში მოსვლა კომენდანტის გამო ვერ მოვახერხე.ჩვენ სასტუმროში 5 დღე იყო გაჩერებული. სასმელის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, მას ალბათ წონასთან დაკავშირებული პრობლემები ექნებოდა, სიგარეტსაც ეწეოდა და გულის შეტევით გარდაიცვალა, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს“
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მსახიობი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
კომენტარები