„ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე:
„რას გვანან, რა დღეში ჩაიგდეს თავები! ამათ რომ შეხედავ, თავმოყვარე კაცი, არჩევნებზე ხმას მისცემ კი არა, მისალმებაც უნდა მოგერიდოს! ფსკერი. მე ის მაბრაზებს, რომ დამქირავებელი, რომელიც ამათ ფულს უხდის საპატრიარქოს და ქვეყნის გინებისთვის, რა დაბალი წარმოდგენისაა ქართულ საზოგადოებაზე. როგორ უშვებს, რომ ქართველი ხალხი, ასეთ ანტიქართულ ოპოზიციას ქვეყნის მმართვის მანდატს მიანიჭებს! არ მივაჩნივართ არაფრად.
სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, აბა გამაგებინეთ, ასეთებს ფული რატომ უნდა გადაუხადო? პრინციპში სხვანაირი და ნორმალური ქართველი არ დათანხმდება ქვეყნის დაღუპის ნაცვლად ფულის აღებაზე, საპატრიარქოს გინებაზე, ქვეყნის ომში ჩართვაზე. მხოლოდ ეგეთი უსამშობლო ნაძირლები თუ იკადრებენ, იციან და ფულსაც ამაში უხდიან!“
კომენტარები