• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ემსახურება ანაკლიაზე რუსეთის იერიშის გახმოვანება? ძალიან კარგად იცის, რომ მის პოსტებს კითხულობენ რუსეთშიც – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
18:30 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

რას ემსახურება ანაკლიაზე რუსეთის იერიშის გახმოვანება? – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე უკრაინაში მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება.

„რამდენ მავნებლობას სჩადიან?!ერთი მხრივ სააკაშვილი თავისი ფეისბუკით აანონსებს რუსეთის მხრიდან ანაკლიაზე იერიშის მიტანას, მეორე მხრივ ენმ-ის მედია საშუალებები ავრცელებენ უკრაინაში ქართველი მეომრების მონაცემებს.არ ესმით, რომ რუსეთს ეს მეომრები თავის სიაში შეჰყავთ და მათ სამიზნედ აქცევენ? არის სხვა გამოწვევებიც, თუმცა ამათ ვერ გააგებინებ.რაც შეეხება სააკაშვილის “ბრძნულ” პროგნოზს. უკრაინის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, სხვებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს, რათა შესაძლო ომის აჟიოტაჟი შეემცირებინათ, რადგან პირდაპირ ურტყამს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ეკონომიკას.სააკაშვილის ფეისბუკ გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს უკრაინელი და რუსულენოვანი მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომაა, რომ თითქმის ყველა პოსტს რუსულად თარგმნის.ძალიან კარგად იცის, რომ მის პოსტებს კითხულობენ. კითხულობენ რუსეთშიც.რას ემსახურება ანაკლიაზე რუსეთის იერიშის გახმოვანება? ჰგონია მას აქვს მხოლოდ ტვინი და სხვა ვერ ხვდება, რომ თუ დღევანდელი დაძაბულობა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, საფრთხე ჩვენც გვემუქრება? სტუდენტიც ხვდება მაგდენს, ოღონდ პანიკას არავინ წევს“ – წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ თუ რუსეთი უკრაინაში თავისი ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს, პარალელურად ანაკლიის დაკავებასაც აპირებს და ასევე, შეეცდება დასავლეთს გადაუკეტოს ფოთის პორტის გამოყენების საშუალება.

“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე“ – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved