• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ეძებს პოლიცია მღვდლის ეზოში და რატომ უღებს ყოველ დღე ფოტოებს? – “ითვლიან, ფოტოებს უღებენ, 24 საათი პატრულირებენ…”

ალია ავტორი - ალია
16:34 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

“მთის ამბების” ინფორმაციით, ლეჩხუმში, ტვიშსა და ქორენიშს შორის ორ კვირაზე მეტია პოლიციის ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს. პოლიციამ მორიგეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიშში, ადგილობრივი მღვდლის, ლევან გოლეთიანის სახლის ეზოში რკინის 7 დიდი ჯვარი მიიტანეს. პოლიციელები ეზოში დალაგებულ ჯვრებს ყოველდღე ითვლიან, ფოტოს უღებენ და სამმართველოში აგზავნიან.

ტვიშის მცხოვრებლების თქმით, პოლიცია იმიტომ დააყენეს, რომ ჯვარი ტვიშს იქით ვერ გადაიტანონ.

მღვდელმა ლევან გოლეთიანმა „მთის ამბებთან“ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლები მის ეზოში ჯვრებს ფოტოს ყოველ დილით უღებენ.

ტვიშის მცხოვრებლები ჯვრების აღმართვას რიონის ხეობაში გეგმავენ. მათი თქმით, ამისთვის ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის კურთხევაც აქვთ.

ქორენიშში მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. მათ არ გვიპასუხეს კითხვაზე, კონკრეტულად ქორენიშთან რას იცავენ და რატომ დგანან მუდმივად ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მათ ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირის სახლის ეზოში დალაგებულ ჯვრებს ყოველდღე ფოტოებს უღებენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები რიონის ხეობაში 140 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 29 ოქტომბერს, მათ, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს, რის შემდეგაც ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ იმ ადგილიდან სამშენებლო ტექნიკა გაიყვანა.

30 იანვარს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები განაახლა, პოლიციის დაცვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კომენდანტის საათის დროს, ჯვარი მოთხარეს და ქუთაისში ეკლესიის ეზოში გადაიტანეს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ჯვარი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

„კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ. სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.

მეუფე იოანესგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ცაგერისა და ლენტეხისა მიტროპოლიტმა სტეფანემ: 

„ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ჯვრის აღმართვის სურვილი ექნება, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ჯვარი აღმართოთ და მღვდლები აკურთხებენ. დიახ, ჯვარი არის ჩვენი დასაცავი. ჯვარი არის ჩვენი მფარველი. ჯვარი არის ჩვენი იარაღი. როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები თავს ვიცავთ ჯვრით და მადლობა უფალს, დავიცავთ ბოლომდე“.

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved