• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამტკიცებს ირანული და თურქული საზამთროს შემომტანი და რა ექსპერიმენტს სთავაზობს „ალიას“?

ალია ავტორი - ალია
18:44 07-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,482

ანი დვალიშვილი

უკრაინამ საქართველოში კონკრეტული პირების დასანქცირება დაიწყო და ეს პირველ რიგში „ჯორჯიან აირვეიზის“ შეფს, თამაზ გაიაშვილსა და მის კომპანიას შეეხო. მიზეზი მარტივია – რუსეთთან აღდგენილი ფრენების შემდეგ, „ჯორჯიან აირვეიზი“ პირველი იყო, ვინც საჰაერო მიმოსვლა დაიწყო და როგორც ჩანს, გაიაშვილი დიდად არც აღნიშნულ სანქციებზე დარდობს. არ არის გამორიცხული, ძალიან მალე, უკრაინამ სხვა პირების დასანქცირება დაიწყოს და როგორც ოპოზიცია ისევ გვიანონსებს, შემდეგი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები იქნებიან. საქართველოს ეკონომიკა ომამდე დიდწილად იყო დამოკიდებული უკრაინაზე, მაგრამ ომის შემდეგ საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ მყარად გადაეწყო რუსეთზე და ახლა უკრაინის ხვედრითი წილი იმდენად მცირეა, საერთოდ რომ არაფერი ვიყიდოთ და გავყიდოთ, მარტივად გადავიტანთ. ამიტომ, დასანქცირებას დიდი მნიშვნელობა რიგითი ადამიანებისთვის ნამდვილად არ ექნება, აი კონკრეტული პირებისთვის კი… უკრაინის მაგალითს შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებმა და ამერიკამ მიბაძოს, რაც ამ ადამიანებისთვის კარგი ნამდვილად არ არის.

რეალურად, ეკონომიკის მიმართულებით, ხელისუფლების მთავარი პრობლემა ახლა ჩავარდნილი პროექტებია. ისინი, რომლებშიც ათეულობით მილიონი და მილიარდებიც კი არის დახარჯული და ისინი უბრალოდ არ ვარგა. ეს პირველ რიგში რიკოთის რეაბილიტაციაზე ითქმის, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მშენებლებმაც კი აღარ იციან, როგორ შეაჩერონ არაერთ ადგილზე დაძრული მიწა. „სამართებლით ჩამოპარსული“ მთები ადგილზე არ ჩერდებიან, წვიმიან ამინდში, იქიდან ტალახის მდინარეები მოედინება და გადასაადგილებლად საშიშია. მეტიც, იქ მომუშავე ქართველები არ მალავენ, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რამდენიმე ასეული მილიონის დამატებას ითხოვს, რათა არსებული ხარვეზები აღმოფხვრას და რაც მთავარია, ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვრას მოახერხებენ. მეორე პროექტი, რომელიც ასევე რამდენიმე წელი გაყინულია, თბილისი-რუსთავის ავტობანია. მოგეხსენებათ, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან გარიგება ვერ მოხერხდა და პროექტი გაყინულია. არადა, ის 2024 წლისთვის აუცილებლად უნდა დასრულდეს და ხელისუფლებას მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – ადგილობრივები იძულებით უნდა გაასახლონ და მათ უნდა გადაუხადონ არა იმდენი, რამდენიც სურთ, არამედ იმდენი, რამდენიც გამოყოფილი ჰქონდათ.

ზოგადად, გაუთავებელმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გაუთვალისწინებელი ხარჯები დაემატათ. ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან სწორედ ზაფხულში ის პროექტები უნდა დაასრულონ, რომელზეც დაპირებები წლის დასაწყისში გასცეს, რომელთა მთავარი თანაინვესტორი მუნიციპალური განვითარების ფონდია და ამიტომაც არის, დანგრეული სახლებისა თუ განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ, მოქალაქეებს, 500-დან 1500 ლარამდე რომ სთავაზობენ და მეტს ვერ უხდიან, რაც უკმაყოფილებას ზრდის.

ის, რასაც ახლა დავწერთ, შესაძლოა, წარმოუდგენლად გეჩვენოთ, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს, უცნაური რეალობაა. დედაქალაქის დიდ ბაზრებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე რეგიონებში. მაგალთად, გარგარი თბილისში 1.00-1.50 ლარი ღირდა, მაშინ, როცა რეგიონებში 2 ლარს ფეხს არ უცვლიდნენ. იგივე ხდებოდა საადრეო ატამსა და ვაშლატამაზეც. ამ ფენომენის ახსნა ექსპერტებს ვთხოვეთ, მაგრამ მათაც მხრები აიჩეჩეს და მხოლოდ ის ივარაუდეს, რომ გლეხს დედაქალაქში დიდი ოდენობა მოაქვს, იაფად აბარებს, ადგილზე კი ცოტას ყიდის და ყიდის ძვირად, რადგან 2-3 კილოსთვის, თბილისში არავინ ივლის.

დასასრულ – ირანული და თურქული საზამთროს შემომტანი ერთ-ერთი პირი „ალიას“ დაგვპირდა, როცა ადგილობრივი საზამთროთი გაჯერდება ბაზარი, ნებისმიერ ადგილზე იყიდე აქაური საზამთრო, მე ჩემს ირანულს და და თურქულს ავიღებ და ნებისმიერ ლაბორატორიაში შევამოწმოთო. მისი მტკიცებით, ადგილობრივში ბევრად მეტი ნიტრატები იქნება, ვიდრე შემოტანილში, რადგან საქართველოში იყენებენ იმ შხამ-ქიმიკატებს, რომელიც ევროპისა თუ აზიის მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანამ აკრძალა და საქართველოში იაფად საღდება. იგივეს ამბობენ ფუტკრის მოსავლელ საშუალებებზე… ასე რომ, წინ დიდი ექსპერიმენტი გველის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved