შოვში მაშველებმა 27-ე ცხედარი სტიქიური უბედურების ეპიცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით ნახეს.
ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა ამოასვენეს და მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, ზრდასრულ კაცს ეკუთვნის.
ადგილზე უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 6 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით არის დაწყებული.
კომენტარები