• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი ჩაუტოვეს

ალია ავტორი - ალია
13:01 01-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი მუცელში ჩაუტოვეს.

როგორც პაციენტის ოჯახის წევრები ამბობდნენ, გოგონას სამი თვის წინ, თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, ქირურგებს კი, მუცლის ღრუში, მაკრატელი დარჩათ.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართლება არ აქვთ.

სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 22 წლის გოგოს გუშინდელმა ოპერაციამ, რომელიც მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოსაღებად ჩაუტარდა, კარგად ჩაიარა და ის თავს სტაბილურად გრძნობს.

„ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. ცოტა ხანში შეიყვანენ ოჯახის წევრებს და აჩვენებენ პაციენტს. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე. რაც მოხდა ძალიან ცუდია, არავითარი გამართლება არ გვაქვს კლინიკას, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ხდება და ათას შემთხვევაში ერთი არის ხოლმე ასეთი უცხო სხეულის დატოვება ხანგრძლივი ოპერაციის დროს. ძალიან დიდი ოპერაცია გაუკეთდა პაციენტს 3 თვის წინ, 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ეტყობა გადაიღალა პერსონალი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირი გამართლება არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა ვართ და არ უნდა ხდებოდეს ჩვენს კლინიკაში ასეთი რაღაცა. ახლა ცოტა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია. ძალიან კარგია, რომ არავითარი სხვა გართულება არ ყოფილა, იყო შეხორცებითი გაუვალობა, რაც გამწვეული იყო იმ ოპერაციის დიდი მასშტაბით, რაც მას ჩაუტარდა 3 თვის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მომავალში.”, – აცხადებს გიორგი ლოლაძე „ინფო რუსთავთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, 22 წლის გოგოს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. გოგონას მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა გუშინ, რუსთავში ჩატარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved