• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რამხელა ტკივილს ვატარებთ გულით და თქვენ “უმაქნისებს” “მკვლელებს” “უგულოებს” გვეძახით” – რას წერს ზუგდიდში დაღუპული ტყუპების მეზობელი

ალია ავტორი - ალია
13:14 08-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
588

ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული ტყუპების მეზობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყენებს:

,,შვიდი ტკივილიანი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ეს საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს და დღემდე მეზობლების ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმის..

არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას მაგრამ ყველანაირ ჩარჩოებს გასცდა თქვენი ამაზრზენი კომენტარები. რამხელა ტკივილს ვატარებთ გულით და თქვენ “უმაქნისებს” “მკვლელებს” “უგულოებს” გვეძახით და გინებას არ გვაკლებთ.. მეზობლებს, რომლებიც შიშველი ხელებით ვებრძოდით ცეცხლს. მეგობრებთან ერთად ვიჯექი ჩვენი უბნის სკვერში, როდესაც ხანძარი შევნიშნე, ისე მალე მოედო მთელს ბინას ცეცხლი, სანამ 6 სართულამდე ავედით, უკვე კარებამდე იყო მოსული და ისეთი ცეცხლი იყო რომ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდი. ვინც მანდ შევიდოდა, ბავშვებამდეც კი ვერ მივიდოდა, ისე დაიწვებოდა. სახანძროს მოსვლამდე, შიშველი ხელებით ვებრძოდით, ვედროებით, დასველებული საბნებით, მაგრამ ჩვენი შესხმული წყლის მერე უფრო და უფრო იმატებდა ცეცხლი. ისიც კი არ ვიცოდით სახლში გაზი იყო თუ არა, მიუხედავად ამისა არცერთი უკან არ დახეულა, ყველა ჩვენთაგანი ვცდილობდით ტყუპების გადარჩენას. ზედა სართულის აივნიდან ჩამოსვლა შეუძლებელი იყო, კვამლისგან არაფერი ჩანდა და ძალიან ცოტა დააკლდა რომ ზედა სართულსაც მოსდებოდა ცეცხლი. ქვედა სართულიდან ასვლაც ვერ მოვახერხეთ, ძალიან დიდი ცეცხლი იყო ფანჯრიდან გამოსული, რკინები გახურებული იყო, თან სახანძროს წყალი, ქვედა სართულს ესხმეოდა. შეუძლებელი იყო ქვედა სართულიდანაც ასვლა. მეზობლებს არაფერი დაგვიკლია იმ მომენტში, მაქსიმალურად ვეცადეთ რომ გადაგვერჩინა ტყუპები მაგრამ შიშველი ხელებით ამის გაკეთება სამწუხაროდ ვერ შევძელით.

რაც შეეხება შუქი რო არ ქონდათ მაგას, 3 თვის დავალიანება ქონდათ და ტრაგედიის დღეს ჩაუჭრიათ დენი, რის შესახებაც არ ვიცოდით მეზობლებმა, თორემ დამიჯერეთ, რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, აუცილებლად გადავუხდიდით ბავშვების დენის ფულს. დედამ ხომ იცოდა რომ შუქი ჩაუჭრეს, ღამე უშუქო ბავშვები მარტო როგორ დატოვა? ამას რატომ არავინ წერთ? ყველაფერი მეზობლების კისერზე რომ გადატეხეთ.

თქვენ ვინც ილანძღებით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ბავშვების გადარჩენა? ჩვენზე მეტად გიყვართ ბავშვები? ან ჩვენზე მეტად განიცდით ამ ტრაგედიას? ბავშვები, რომლებიც გათენებიდან დაღამებამდე ეზოში იყვნენ და ყველას გვესიყვარულებოდნენ. ყოველ დღე, მშიერ-მწყურვალ ბავშვებს, მეზობლები რომ პატრონობდნენ და შეძლებისდაგვარად არაფერს ვაკლებდით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ასეთი სიყვარულით სავსე ბავშვების გადარჩენა? თქვენთვის ბავშვები, ჩვენთვის კი ძმაკაცები იყვნენ…

არ იცით ხელი საით გაიშვიროთ და მეზობლებს შეგვდექით.. არცერთმა თქვენგანმა საერთოდ არაფერი არ იცით ამ ბავშვების შესახებ და ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ცილისწამებისგან..”

თეგები: ხანძარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved