• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიყავთ“ – ლინა ღვინიანიძე

ალია ავტორი - ალია
17:42 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მეშახტე ჭაბუკა სოფრომაძე, წუხელ ტყიბულის შახტში მეთანის აფეთების შედეგად დაიღუპა. 8 მეშახტე მისივე ცვლიდან თბილისში გადმოიყვანეს სხეულის დამწვრობით და მძიმე მოტეხილობებით. 2010 წლიდან ტყიბულში 38 მეშახტეა დაღუპული. შრომის ინსპექციამ უკვე თქვა რომ: “აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას”. ეს ინსპექციის გარეშეც ვიცით რომ ასეა. ასეთი აფეთქებები მაშინ ხდება, როდესაც მეთანის კონცენტრაცია სათანადოდ გაზომილი არ არის ან ეჭვია რომ მაღალია მაგრამ ბრიგადა მაინც იღებს დავალებას აფეთქებაზე. ასე იყო 2018 წელს როცა სახიფათო და რთულ უბანზე მუშაობა დაევალათ მეშახტეების რამდენიმე ცვლას. ერთის მამა გვიყვებოდა რომ მის შვილს ამ უბანზე შესვლის ეშინოდა. ამბობდა რომ სახიფათოა იქ აფეთქება თუმცა, მაინც ავალებენ. უბანზე მუშაობის დაწყებიდან მალე, მის მეგობრებთან ერთად ამ უბანზე მომხდარ აფეთებას ემსხვერპლა, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. იმ წელს ამ შახტში 12 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა რომ შახტს მუშაობა პანდემიის მიუხედავად არ შეუწყეტია, ინპექცია 2020 წლიდან იქ ერთხელაც არ შესულა. შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს. რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც ამ კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიყავთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ლინა ღვინიანიძე.

ცნობისთვის, ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved