• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამე არ შეგეშალოს! შენი ხელით დაწერ საკუთარ განაჩენს” – ვის აფრთხილებს ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:10 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“რამე არ შეგეშალოს! შენი ხელით დაწერ საკუთარ განაჩენს,” – ასე მიმართა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერის საშუალებით “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ამასთან, ნათელაშვილმა გადაცემაში საჯარო პოლიტიკაში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდება “წარმოუდგენელი სისულელეა.” 

“მინდა დღეს გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი პირადად, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ხვალ გამოცხადდება – იქნება, მისი პირადი გადაწყვეტილება. ნუ იფიქრებს, რომ აქ ვიღაც მოტყუვდება და ვიღაცას გადააბრალებს იქ რეპრესიულ სტრუქტურებსა თუ მოსამართლეებს. უმწარესად აგებს პასუხს, თუ ზედმეტი მოუვა იმ საკითხში, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ რეპრესიასთან. მოდი ობიექტურად ვთქვათ, მე ძალიან ხშირად მიკრიტიკებია ბანკები და მათ შორის “თიბისი” ბანკიც. ეს აზრი ჩემში ბოლომდე რჩება, რომ ბანკში ადამიანს მისვლა უნდა უხაროდეს, მაგრამ თვითონ ეს რა ბრალდებაც აქვთ წარდგენილი, ნუ მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათია იმიტომ, რომ ბანკის მფლობელს არ სჭირდება ფულის გათეთრება. ბანკი მათ ხელშია და წარმოუდგენელი სისულელეა, აქ არის მთავარი ის რომ მიდის გეოპოლიტიკური დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის, საბჭოთა კავშირის ფორმირების აღსადგენად პოსტსაბჭოთა სივრცეზე და ამის შესანიშნავი დასტურია, რამდენიმე დღის წინ გათამაშებული მოვლენები შუა აზიაში, რის შედეგადაც ყაზახეთი ფაქტობრივად პუტინმა შეიერთა. მოდი ობიექტურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ის უკვე რუსეთის ნაწილია. ხოლო, ანაკლიის პორტი, რომელიც შენდებოდა ბატონი ჯაფარიძის და ხაზარაძის აქტიური მონაწილეობით, იწვევდა კრემლის დიდ შეშფოთებას. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 125 კილომეტრზე, სადაც პუტინი ისვენებს, არ დაუშვებდნენ ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ნუ იმ ღრმაწყოვან წლებში შემოვიდოდა ნატოს სამხედრო საშუალებები და რა თქმა უნდა, წყალქვეშა ნავებიც. აი, ეს არის მთელი ისტორია, რაც ხვალ უნდა გათამაშდეს და მე პირადად ვაფრთხილებ, ბიძინა ივანიშვილს, რომ რამე არ შეგეშალოს, თორე საკუთარი ხელით დაწერს მის განაჩენს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 11 იანვარს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved